
საქართველოს სამეფო სახლი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მესამე რეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მუხრანბატონების გვარი სიძულვილის ენით მოიხსენია, რაც მიუღებელია.
სამეფო სახლი მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ეს ტიტული აუგად არ მოიხსენიონ.
„ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის „ჩაკრულოს“ ტექსტი „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებით, სიძულვილის კონტექსტში.
1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური.
თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა