
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობენ:
„როგორ იტანჯებიან ადამიანები, რომლებიც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობენ, შენთან შენი რომ არიან და სხვასთან სხვისი.
მშიშარა, ორტ*აკა ადამიანები (პირველი უცენზურო სიტყვა ჩემგან სოციალურ ქსელში. ბოდიშს ვიხდი)
მთელი სერიოზულობით ვამბობ, ადამიანები მძაფრი ტანჯვით იტანჯებიან, არ იციან რა გააკეთონ, როგორ იმოქმედონ, როგორ „იმსჯელონ“ როგორ გამოხატონ „თავისუფალი“ აზრი ისე, რომ არავის ეწყინოთ.
უბადრუკი მედროვეები.
მეც „გულწრფელად“ მიყურებენ და მეთანხმებიან, ჩემს მოწინააღმდეგესაც ურცხვად ეთანხმებიან.
ვერ დაგელაპარაკე, მარტო არ ვიყავიო. - ესე იგი, ვისთანაც ერთად იყავი, თავისუფლებას გართმევდა? აბა რატომ ვერ დამელაპარაკე, მალავ ჩემთან ურთიერთობას?
სამგლე გოჭებივით დახტიან ადამიანები, ავიწყდებათ წარსული და არ ფიქრობენ მომავალზე.
„ჩიტს აფრენა ეწადა და ხელის აქნევას ელოდებოდაო“ - მდუმარების რობაი.
ქალი და კაცი ლაღად და ნიშნის მოგებით ჭარტალობენ, ენას ასარსალებენ და ხარობენ.
ამ დროს მზეჭაბუკი მაშებს ლესავდა, მათი ენის ამოსაგლეჯად. დაიწყო დიდი მდუმარება“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 აქ ყოფნა არ შეიძლება - პირველი ქართველი იუთუბერი, რომელიც სირიაში სამოგზაუროდ ჩავიდა