მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კლინიკაში რჩება.
დათო ტურაშვილის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე წერს სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„დათო, გულს გაუფრთხილდი...“ - უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-ტთაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა და რაც ხალხი - მათ შორის, დათოს შვილებიც - გაზით და წყლით გვემეს 3 დღის განმავლობაში...
როგორი ფარისევლობაა ამ „პოლიტიკის მიღმიერ ადამიანურობაში", არაგულწრფელობა და ადაპტაციის ნაწრთობი უნარი - ყოველი შემთხვევისთვის, ყველა ბუდეში რომ უნდა ჩაიდოს კვერცხი... ერთი მხრივ, სისტემაშიც რომ ხარ, სადაც ადამიანს მთელი ცხოვრების ღვაწლს და მიზანს უმარხავენ დასავლეთის განდევნის მცდელობით საქართველოდან და მეორე მხრივ, კომუნიკაციის პერსონალურ გზებს რომ არ ჭრი გვიან-საბჭოური ინტელიგენციის წესისამებრ. მაგრამ აღარ გამოვა ეს ორმაგობა...
გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას და მის მომავალს. გულის გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, არათუ ადამიანზე, ერთი ღილაკით არ გამოდის... ან აჭერ ან არ აჭერ. ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ. ახლა ასეთი დროა“, - წერს ლაშა ბუღაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია“ - სოფიო ხუნწარია
🔵„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე