
ფეხბურთელი დავით ვოლკოვი საქართველოს ნაკრებში ბრუნდება. ტრავმის გამო გამოკლებულ ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ზარიას შემდეგ, ვილი სანიოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს თავის გამოჩენის შანსს აძლევს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში სპორტული გვერდი GEO TEAM ავრცელებს:
„დავით ვოლკოვი საქართველოს ნაკრებში ბრუნდება
Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმის გამო გამოკლებული ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ზარიას შემდეგ, ვილი სანიოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს თავის გამოჩენის შანსს აძლევს.
ბუდუ ზივზივაძე ნაკრებს კოჭის დაზიანების გამო გამოაკლდა.
გიორგი ზარიამ საზარდულის დაზიანება მიიღო და 3 კვირით დაისვენებს.
დღეს დავით ვოლკოვის დაბადების დღეა და 30-ე დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი მიიღო - ზარი ეროვნული ნაკრებიდან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, მწვანილი - 10 საკვები პროდუქტი, რაც მაცივარს არ უნდა გააკაროთ!
⭕„ნინა სანაძეს გაუმარჯოს...“ - დუდა სანაძეს და ანუნა მდივნიშვილს მეორე შვილი შეეძინათ