
2009 წელს პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი მოკლეს, მისი დაღუპვის ოფიციალური მიზეზი ასეთია: გია კრიალაშვილი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, თუმცა არის ვერსია, რომ ის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით მოკლეს.
დღეს გია კრიალაშვილი 61 წლის გახდებოდა, ჟურნალისტი ნათია ბერიძე გარდაცვლილი პოლკოვნიკის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„დღეს გია კრიალაშვილის დაბადების დღეა!
61 წლის გახდებოდა ვანო მერაბიშვილს ორი გვამი რომ არ მოსურვებოდა!
სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს დაესმება წერტილი ჯალათ რეჟიმს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასიც არ აქვს!“- წერს ნათია ბერიძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ეს მარაზმი და სიგიჟე, ერთი და იგივე უბედურების ყურება, არ დამთავრდება არასოდეს“ - კახა მამულაშვილი