Digest Logo

„დღეს მივხვდი, რატომ მიყვარდა ასე ქართველი ბიჭები“ – იუნა შაფათავა

1661338663
იუნა შაფათავა მსახიობი

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველი ბიჭების შესახებ წერს. როგორც ჩანს, შაფათავას სტატუსის დაწერის სურვილი კონკრეტულ პირთან შეხვედრამ გაუჩინა. მსახიობი მას მადლობას უხდის იმ ემოციებისთვის, რაც მისმა ნახვამ გაუჩინა.

„დღეს მივხვდი, რატომ მიყვარდა ასე ქართველი ბიჭები, საღამოს, დაღლილს, მაღაზიაში რომ დაღლილი ქართველი ბიჭის თვალები შემომეფეთა, ქართული მთების, ნაძვების, მდინარეების, მიწის და ცის, შემოდგომის ხიბლის და გიორგობისთვის მზისფერნარევი - ისინი ხომ ყოველთვის სიყვარულს გიხსნიან, თვალებში ყურებით, სიტყვის უთქმელად.

ოჰ, რომ გენახათ თქვენ ის დაღლილი თვალები, უცხო მიწაზე დაღლილი ქართველი ქალის თვალებს შეფეთებული.

რა გვინდა აქ, იმ მთების და წკრიალა წყაროების შვილებს? რას ვეძებთ, რამ გადმოგვისროლა ამ საშორეთში…
მადლობა, რომ ასე ღრმად და უსიტყვოდ, სიცოცხლის წყალი დამალევინე ამ ერთი შემოხედვით“, - წერს იუნა შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ღმერთო ჯანმრთელად მიმყოფე ეს ბიჭი - აკეთილშობილებს დამძიმებულ დედამიწას“ - თაკო ჩარკვიანის ემოციური მილოცვა მამუკა ჩარკვიანს

🔵„ნუ ვიჩქარებთ!“ - ჭყონია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე

🔵„კარგი დღეა ლოცვისთვის, რათა მიიღოთ დახმარება მფარველი ანგელოზისგან“ - მიხეილ ცაგარელი