Digest Logo

„დღეს სუპერმარკეტში ვიღაცამ აუგად მოიხსენია ფარსმან მეორე ქველი, იმდენი მაგის დედას შ***ცი, რაც ეგ ქველი იყოო - გაყვიროდა“ - ქეთი დევდარიანი

1674485503
ქეთი დევდარიანი

სცენარისტი ქეთი დევდარიანი ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ამ სტატუსით სავარაუდოდ, ლევან ბერძენიშვილის მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ აგრესიას მიუძღვნა. დევდარიანის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

🔵„დარწმუნებული ვარ, მაგ დედალ ალისტრახოს ერეკლე მეორეზე ნახევარი გვერდი არც აქვს წაკითხული... გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე“ - ალეკო ელისაშვილი

„დღეს სუპერმარკეტში სალაროსთან რიგში ვიღაცამ აუგად მოიხსენია ფარსმან მეორე ქველი, იმდენი მაგის დედას შ***ცი, რაც ეგ ქველი იყოო - გაყვიროდა.

რიგში მდგომი ყველა მომხმარებელი უკიდურესად გამწარდა. ამ პიროვნებას დაუშინეს სანტეს ხაჭოები, აგროჰაბის არაჟნები, სოფლის ნობათის მაწვნები, გორის ვაშლები, ლიკას ტორტები, ღვანკითის კიტრები, ორეოები და როტ-ფრონტის ყარაყუმები. გააგდეს მაღაზიიდან და წაართვეს სუპერმარკეტის ქულების დაგროვების ორი ბარათი.

მოლარე კი, სანამ ჩემს მიერ შესყიდული ზეიკიძის კალბასის კოდს არკვევდა, თავისთვის ბუზღუნებდა - ხო შეიძლება რაღაც წმინდა დაიტოვოთ და მეფეები არ აკრიტიკოთ, ძალიან ძნელია?!“,- წერს ქეთი დევდარიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?

🔵„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

🔵„ამ კვირაში მთავარი ფავორიტი ხართ - იზრდება თქვენი რეპუტაცია“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს

✕