ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
აღნიშნულმა პოსტმა ლევან ბერძენიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ გამოიწვია აგრესია, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ის დაიცვეს. მათ შორის არის პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი:
„ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით კატეგორიულად არ ვეთანხმები. უფრო მეტიც მისი დასკვნები ერეკლეს პრორუსულობაზე არის ძალიან არასერიოზული, მცდარი და უგუნურიც კი. არაერთ ეთერში მითქვამს მზად ვარ ვედებატო ამ თემაზე-თქო, მაგრამ არც ერთ არხს ეს დებატები არ დაუგეგმავს. თუმცა, ამის მიუხედავად ვიღაც ოცნებისტი გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულის ამრევი. ნაციონალების დროს საზიზღარი ტელევიზია რომ იყო სახელი არც მახსოვს, ის კადრულობდა ასეთ ალისტრახოობას და ეგაა ზუსტად. გილოცავთ ოცნებას თქვენ თქვენი დედალი ალისტრახო გყავთ! დარწმუნებული ვარ მაგ დედალ ალისტრახოს ერეკლე მეორეზე ნახევარი გვერდი არც აქვს წაკითხული, მაგრამ უზრდელობაში აშკარად ჩემპიონია. ლევან ბერძენიშვილს არც არაფერი დაჰკლებია ამით, იმ უზრდელმა გოგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე და ოცნებამ კიდევ დეგრადაციის ღრმა ტენდენცია“, - წერს ალექსანდრე ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ძალიან ბევრჯერ მოჰყვა.
ცნობისთვის, ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პიკეტირება მოაწყო და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრა გააუქმეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?