Digest Logo

დიანა ღურწკაიამ ქორწინების 21 წლისთავთან დაკავშირებით საოჯახო არქივიდან ფოტოები გამოაქვეყნა

1789992549
დიანა ღურცკაია

მომღერალი დიანა ღურწკაია სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეუღლის, პეტრე კუჩერენკოს არქივის ფოტოებს აქვეყნებს. ქორწინების 21 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომღერალმა გამომწერებს ოჯახური ცხოვრების ბედნიერი მომენტების ამსახველი კადრები გაუზიარა.

საოჯახო არქივის ფოტოებმა სოციალურ მედიაში დიდი ყურადღება მიიპყრო - გამომწერებმა და კოლეგებმა მომღერალს მხარდამჭერი და თანაგრძნობით სავსე კომენტარები დაუტოვეს.

დიანა ღურწკაია და რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე პეტრე კუჩერენკო 2005 წელს დაქორწინდნენ.

მათი წყვილი წლების განმავლობაში შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად ითვლებოდა.

პეტრე კუჩერენკო 2023 წლის მაისში, 46 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მომღერალი გარკვეული პერიოდით ჩამოშორდა საჯარო სივრცეს, თუმცა მოგვიანებით საქველმოქმედო საქმიანობასა და მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ დიანა ღურწკაიასა და პიოტრ კუჩერენკოს ერთი ვაჟი, კონსტანტინე ჰყავთ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Диана Гурцкая (@diana.gurtskaya.official)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შემოდგომის ბუნიობა და მოსავლის აღების ხანა“ — ანზორ ოდიშარიას კვირის პროგნოზი და რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებს

🎥 „შემწვარი თევზი გავაკეთე თაფლში...“ - გია ჯაჯანიძის კულინარიული ექსპერიმენტები და ლევან კობიაშვილის რჩევები

🎥 „ჩვეული ფორმით მოვიფიქრე, რომ დესერტები მეჩუქებინა და გამოველაპარაკე...“ - ლევან კობიაშვილის სიყვარულის ისტორია