Digest Logo

„დიდი ხუთშაბათი გვასწავლის: რომ სიჩუმეში იბადება ჭეშმარიტება, მორჩილებაში ძალა და უარყოფის შემდეგ მოდის აღდგომა“ - ქეთევან ჯანდიერი

1775672785
ქეთევან ჯანდიერი

აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასა და კაცობრიობის ხსნას მიეძღვნება. წელს, 2026 წელს, მართლმადიდებლური აღდგომა 12 აპრილს აღინიშნება.

ამჟამად ჩვენ სწორედ ვნების შვიდეულში, ანუ ვნების კვირაში ვიმყოფებით, რომელიც დიდმარხვის ბოლო და ყველაზე მძიმე კვირაა.

ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში დიდ ხუთშაბათზე წერს:

„და აი.. დგება დიდი ხუთშაბათი.. ის საღამო, როცა სუფრაზე დრო შეჩერდა… დღეს ბევრს ვერ დავწერ.. მინდოდა, მაგრამ არ შემიძლია.. ყოველთვის სხვანაირად მძიმეა დიდი ხუთშაბათი და პარასკევი.. ერთადერთი დავტოვებ, დაპირებულ გაკვეთილს გასააზრებლად, როგორც დაგპირდით სიყვარულებო!  

უკანასკნელი სერობა? ესაა შენი პირადი ფსიქო-სულიერი სუფრა. სადაც ზის შენი ღალატი, შიში და მონანიება, სიყვარული, რწმენა, ვნება, ძიება, გულწრფელობა, ეჭვი, გარდაქმნა და მიტევება, სიმშვიდე და მოთმინება, რადიკალიზმი, მტკიცე ნება, იმედი… და შენ… “თავის-უფალი”
ჰოო… მათი მასპინძელი შენ ხარ.

დღეს ჰკითხე შენს თავს: ვინ ვარ მე ამ სუფრაზე? ვის გვერდით ვზივარ? რა უნდა დავტოვო ამ ღამეს, რათა გავიღვიძო სინათლეში?

ჩემო კარგებო.. დიდი ხუთშაბათი გვასწავლის: რომ სიჩუმეში იბადება ჭეშმარიტება, მორჩილებაში ძალა და უარყოფის შემდეგ მოდის აღდგომა“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჰანდე ერჩელის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი ცნობილია - რას წერს თურქული მედია პოპულარულ მსახიობზე?

⭕​9 აპრილიდან პლანეტა მარსი ვერძის ნიშანში გადადის - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 19 მაისამდე განსაკუთრებით წარმატებული ეტაპი ელის

⭕„გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ დამეხმარეთ, გემუდარებით…“ - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს