Digest Logo

„ერთი ის დაგრჩენიათ, ის პრეზერვატივი ჩამოაცვათ ღვინის ბოთლზე და ეგაა. გრცხვენოდეთ!! ესაა ქართველი ქალის სიმბოლო?“ - რა ფოტოს ავრცელებს იუნა შაფათავა?

1691656292
იუნა შაფათავა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და ერთ-ერთ ღვინის მწარმოებელ კომპანიას ეტიკეტის გამო აკრიტიკებს.

მისი თქმით, აღნიშნული ეტიკეტირებით ქართული ღვინო ნიუ-იორკის მაღაზიების დახლებზე მოხვდა, და ამით ქართველი ქალის სახე დაკნინდა.

„კარდენახი ისთეით. ასე წარადგენენ ქართულ ღვინოს ნიუ-იორკის დახლებზე.

ვინ გყავთ ან დიზაინერი, ან მარკეტინგი, ან პატრონი…რას დასცინით - ქართულ
ღვინოს თუ ქართველი ქალის სახეს ეს?

ჯერ, რომ მახინჯი ნაჯღაბნია, მეორე - საქართველო ამერიკაში ღვინის აკვნად ითვლება.

რატომ აბანძებთ ასე ყველაფერს და აფუჭებთ ?

საშინელი უცოდინარობა და უპატივცემულობაა, საკუთარ პროდუქტთან და წარმოებასთან.

რა ეს ეტიკეტი და რა ის უზრდელი უნამუსო გოგო, თამარ მეფეს რომ პრეზერვატივზე ატკიპავს - ერთი ის დაგრჩენიათ, ის პრეზერვატივი ჩამოაცვათ ღვინის ბოთლზე და ეგაა.

გრცხვენოდეთ!!

ესაა ქართველი ქალის სიმბოლო? ან გუდიაშვილი დაგედოთ, ან ფიროსმანი…

არაფრის აზრზე არ ხართ და ეროვნულ პროდუქტს რას უშვრებით?“,- წერს შაფათავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „არ მჯერა, რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და შენ, სოფი და დათო აღარ იყოთ“ - შოვში დაღუპულ და-ძმას მეგობრები ემშვიდობებიან

🔵 „რატომ უნდა ვიყოთ იდიოტები ხელოვანები? რატომ არ გვაქვს უფლება, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს არჩეულ მთავრობას, როცა საქმე ამოწყვეტილ ოჯახებს ეხება?!“ - ნიკოლოზ რაჭველს კრიტიკის გამო მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ

🔵 „პირველები შემოვიდნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო“ - ონის კლინიკის ექიმი შოვის ტრაგედიაზე