Digest Logo

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რითაც ბევრი რამის ახსნას მიიღებთ...“ - რას წერს პიროვნული განვითარების მენტორი

1789576440
ტვინი ტვინი

ვისაუბრებ ტვინის ტალღებზე, გაგაცნობთ მის სახეობებს, რომელი რას იწვევს და რომელი რას კურნავს..

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რითაც ბევრი რამის ახსნას მიიღებთ.

ტვინის ტალღები არის რხევები, რომლებსაც ჩვენი ტვინი წარმოქმნის, როცა ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან. ეს ტალღები იზომება ჰერცებში, ანუ რამდენი რხევა ხდება წამში.

ტვინი მუდმივად მუშაობს 5 მთავარ ტალღურ სიხშირეზე, რომლებიც განსაზღვრავს, ცნობიერების დონეს, ყურადღებას, ემოციებს, ინტუიციას, ძილს, ქვეცნობიერი პროცესების გახსნას, სხეულის რეგენერაციას და სხვა.

ტვინი ერთ ტალღაში არ არის ხოლმე, ერთდროულად ყველა ტალღა მუშაობს, მაგრამ ყოველთვის ერთ-ერთი დომინირებს და ეს გიწყვიტავთ შემდგომ მდგომარეობას რომელიც არის დომინაციაში.

ახლა ჩამოვთვლი ამ ტალღებს, პირველი არის ბეტა ტალღები ( 13-30hz), ცნობიერი გონება და ყოველდღიური აზროვნება, აქტიურია მაშინ როდესაც, მუშაობ, ლოგიკურად აზროვნებ, პრობლემას წყვეტ, ნერვიულობ ან სტრესში ხარ.

ფსიქოლოგიურად მაღალი ბეტა ტალღა იწვევს შფოთვას დაძაბულობას, დაბალი ბეტა კი ყურადღების გაფანტვას. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის შფოთვაში, შიშებში, ჯანმრთელობის პრობლემებში თუ სხვა, მას აქვს მაღალი ბეტა და მიზანია გადავიყვანოთ თეტაში ანუ თვითგანკურნებაში.

ახლა დავწერ როგორ მიხვდეთ რომ ბეტაში ხართ, გონებაში ბევრი აზრია, სულ შფოთვაში ხარ სტრესში, სხეული დაძაბულია.

რეალობა მატერიალურ და მძიმე შეგრძნებებად გაქვს( სტატიის დაბლა კონკრეტულად განვმარტავ).

შემდეგია ალფა ტალღები ( 8-13hz), ესაა სამკურნალო, დამამშვიდებელი შემოქმედებითი მდგომარეობა, არის ღია კარიბჭე, ქვეცნობიერში შესასვლელად. მოდუნებული ხარ, მედიტაციაში შედიხარ, ბუნებას გრძნობ, ითიშება შფოთვა
გონება რბილდება, შემოქმედებითი იდეები იბადება.

ანუ როგორ უნდა მიხვდე, რომ ალფაში ხარ, გონებაში ხმაური ნაკლებია, დრო ნელდება, მოდუნებული ხარ, არ გაქვს შფოთვა.

შემდეგია თეტა ტალღები( 4-8hz), ესაა ქვეცნობიერი, ინტუიცია, ღრმა კურნება და ტრანსული მდგომარეობაც კი. გაღრმავებული ცნობიერებაა სადაც იწყება ძველი პროგრამების შეცვლა, ემოციური ტრავმების განკურნება, ინტუიციური შეტყობინებები და სხვა.

ხშირად წარსული მოგონებები ამოდის ამ დროს რომ განიკურნოს.. ფსიქოსომატურადაც კურნავს ეს ტალღა. მედიტაციური მდგომარეობაა.

ეს საოცარი ველია, როდესაც ყველაზე მშვიდად და მსუბუქად ხარ ამ ტალღაში ხარ.

შემდეგი არის დელტა ტალღა ( 0.5- 4 hz), ესაა ღრმა ძილი, უჯრედების რეგენერაცია, ეს არის ყველაზე ნელი ტალღა. დნმ -ის დონეზე კურნავს ეს ტალღა. ტვინი სრულად მშვიდდება, ქვეცნობიერი ასწორებს ემოციურ სისუსტეებს (გაღვიძებისას), სხეული უფრო მსუბუქია, ამის მოსმენა ალაგებს უძილობას.

და ბოლოს გამა ტალღები ( 30-100), ეს არის ყველაზე მაღალი ტალღა. ხშირად აღწერენ როგორც ღმერთთან უმაღლეს სიახლოვეს. როდესაც ადამიანი მადლშია სწორედ ეს ტალღაა აქტიური. ამ ტალღაში მყოფს სრულად ეხსნება სულიერი ხედვები. აქ უკვე 7-ვე ჩაკრა ერთიანად მუშაობს, დრო საერთოდ ქრება, სხეული მსუბუქია, თითქოს არ ხარ, ყველაფერს ერთიანად ხედავ, ძალიან მაღალი სიყვარული მოდის და ძალიან მაღალ ვიბრაციაში ხარ.

ახლა დავწერ ტვინის ტალღებზე ჩაკრებთან შესაბამისობაში.

დელტა ტალღა- ფესვის ჩაკრა. სხეულის აღდგენა, ძილის ღრმა ფაზა, უსაფრთხოება, ტკივილის განკურნება, სტაბილურობა, სხეულის მძიმე ენერგიების განმუხტვა.

თეტა ტალღა- საკრალური + მესამე თვალი. ქვეცნობიერში ჩასვლა, ტრავმების განკურნება, ინტუიცია, ემოციები და მოგონებები, ხედვა, ღრმა ინტუიცია.

ალფა ტალღა- მზის წნული + გული. ცნობიერება, შემოქმედებითობა, შინაგანი სიმშვიდე, ნერვული სისტემის გათავისუფლება, გულის ჰარმონია.

ბეტა ტალღა- ყელის + მესამე თვალი. აქტიური გონება, ამბიცია, ფოკუსი, სტრესი (მაღალი ბეტა), ანალიზი, აზრი, კომუნიკაცია, სტრატეგიული აზროვნება.

გამა ტალღა- გვირგვინის + ყველა 7 ჩაკრა ერთდროულად. ეს არის ერთიანობის ცნობიერება, სულიერი აღზევება, სუპერ ინტუიცია, კავშირი აბსოლუტთან, ყველა 7 ჩაკრა სინქრონიზდება.

ახლა დავწერ როგორ გადავიდეთ ცუდი (სტრესული) ტალღიდან უკეთეს ტალღაში?

ტვინი არ „ხტება“ ტალღებს შორის, ის მოძრაობს დონე-დონე, როგორც კიბეზე. სტრესი არის ბეტა.
გადახარშვა და სიმშბიდე ალფა. ღრმა კურნება არის თეტა,  რეგენერაცია დელტა. აღზევება გამა.

როგორ გადავიდეთ ბეტადან (სტრესი, შფოთვა) ალფაში (სიმშვიდეში) ახლა ამას დავწერ.

მაგალითად:

1. 4-7-8 სუნთქვა, არის ამისთვის. ჩაისუნთქავ 4 წამი ცხვირით, გაიჩერებ 7 წამი სუნთქვას და ამოისუნთქავ 8 წამი, გაიმეორებ 10 წუთის მანძილზე.

10 წუთში გადაგიყვანს ალფაში. მზის წნული მოდუნდება, გულის ჩაკრა იხსნება. ამას უხდება ამ ჰერცების მოსმენა 432 Hz 528 Hz, 639 Hz ან თვითონ ალფა ტალღის მოსმენა.

ახლა როგორ გადავიდეთ ალფადან თეტაში (ქვეცნობიერში):

ამისთვის ძალიან კარგია 4- 8 Hz theta waves.

თეტადან დელტაში (ღრმა კურნებაში) გადასვლა ხდება ძილში ან ღრმა ტრანსში. საჭიროა
სხეულის სრული მოდუნება, გონების სრული გათიშვა, დაიხმარეთ ესენი, ამათ უსმინეთ ხოლმე:
174 Hz
396 Hz
528 Hz
Delta Binaural Beats.

თეტადან გამაში გადასვლა ხდება მედიტაციაში, მადლის, სიყვარულის, ერთიანობის გრძნობაში, ზოგჯერ კი მოულოდნელად. გვირგვინის ჩაკრა ბოლომდე იხსნება, ყველა ჩაკრა ზუსტად სინქრონდება.

მოუსმინეთ ამათ:
963 Hz
999 Hz
Universal Gamma Waves.

ჰერცები + სუნთქვა + ჩაკრები, ეს არის მთავარი საიდუმლო, ჰერცები აძლევენ ტვინს მიმართულებას, „სიხშირე“ არის სიგნალი, რომელსაც ტვინი იჭერს, ტვინის ტალღები იწყებენ იმ სიმაღლეზე ადაპტაციას, რასაც უსმენ, მაგალითად, Theta tones ტვინს აგდებს თეტაში, Alpha tones -ის დროს გონება დუნდება.

სუნთქვა ცვლის ნერვული სისტემის რეჟიმს. სწრაფი სუნთქვა არის ბეტა, ნელი სუნთქვა ალფა, ღრმა დიაფრაგმული სუნთქვა თეტა, ძილის რიტმი კი დელტა.

სუნთქვა არის „კოდი“, რომლითაც ტვინში გადართავს ტრანსდონეებს. ჩაკრები კი არიან ენერგეტიკული გადამრთველები, ფესვის ჩაკრა დელტას, საკრალური თეტას, მზის წნულის ალფას, მესამე თვალი თეტა და ბეტას
გვირგვინი კი გამას.

როცა კონკრეტულ ჩაკრას აძლიერებ იმავე ტალღის მდგომარეობაშიც გადადიხარ.

რომელი ტვინის ტალღა რას კურნავს, როგორც ნეიროლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ჰორმონალურ ენერგეტიკულ და ქვეცნობიერ დონეზე, ამას აღვწერ ახლა.

დელტა ტალღა ძლიერი სამკურნალო ტალღაა. ის ახდენს უჯრედების რეგენერაციას, იმუნური სისტემის გაძლიერებას, ანთებების შემცირებას, ჰორმონალურ ბალანსს, ტკივილის განკურნებას, ნერვული სისტემის აღდგენას. კურნავს ქრონიკული სტრესს, ძილის დარღვევებს, გადაღლილობას, ემოციური გადატვირთვას, ახდენს ფესვის ჩაკრის გაწმენდას და მძიმე ენერგიების გამოტანას, ღრმა შიშების გამოტანას,

დელტა არის სხეულის, ფსიქიკის და ენერგიის აღდგენა (რა თქმა უნდა ეს არის ჰოლისტური მიდგომა და არა სამედიცინო).

თეტა ტალღა არის ქვეცნობიერისა და ტრავმის კურნების ტალღა. კურნავს ემოციურ ტრავმებს, PTSD სიმპტომებს, დეპრესიის ფესვებს, უარყოფითი რწმენებს, ემოციების ჩახშობას, ეხმარება საკრალური ჩაკრის განბლოკვას, მესამე თვალის გაძლიერებას, ენერგეტიკული კვანძების დაშლას, შიშების და ღრმად ჩალექილი მოგონებების ამოსვლას
ქვეცნობიერი პროგრამების ხელახლა ჩაწერას, ინტუიციის გახსნას, წინაპრის კარმული ველის განკურნებას.

თეტა არის სულის და ქვეცნობიერის კურნება.  ალფა ტალღა არის ნერვული სისტემის, გულის, ემოციების და ფსიქოსომატიკის კურნება. შფოთვა, სტრესი, ნერვიულობა, პანიკური შეტევები, ყურადღების დეფიციტი, ფსიქოსომატური დონე, კუჭის პრობლემები, გულის გაწონასწორება, წნევის დარეგულირება, გულის და მზის წნულის ჩაკრების გაწმენდვას, ემოციების ჰარმონიზაციას, ენერგიის სიმშვიდეს, ემოციური დონეს აგრესიის შემცირებას შინაგანი სიმშვიდეს შემოქმედებითი ძალის გაღვიძებას და სხვა.

ალფა არის ნერვული სისტემის, გულის და ემოციური სხეულის კურნება.

ბეტა ტალღა არ კურნავს და მეტიც, ზედმეტი რაოდენობა აზიანებს ადამიანს ნორმალური ბეტა საჭიროა კონცენტრაციისთვის, სწავლებისთვის, ანალიზისთვის, მაგრამ მაღალი ბეტა იწვევს შფოთვას, სტრესს
კორტიზოლის ზრდას, სპაზმებს და სხვას.

გამა ტალღა ტალღა კი, სულიერი ჰორმონალური ენერგეტიკული ერთიანობის კურნებააა, ნეირონულ დონეზეც, კოგნიტიური ფუნქციების გაძლიერებაშიც, მეხსიერების გაძლიერებაშიც, ესაა სხეულის 7 ჩაკრის სინქრონიზაცია, ერთიანობის, სიყვარულის, მადლის განცდა, შინაგანი განბრწყინება, შიშების გაქრობა, საკუთარი თავის მიღება, უპირობო სიყვარული.

გამა არის სულის, გონების და ენერგიის სინქრონული კურნება. ეს არის ჰოლისტური თერაპია.

როდესაც თვითნებურად უსმენთ სიხშირეებს, ყოველთვის ჯობს მოუსმინოთ სოლფეჯიო სიხშირეებს ან იზოქრონულებს. ბინეუალურების მოსმენა თვითნებურად არ შეიძლება, ეს თერაპევთან ერთად უნდა ხდებოდეს, რადგან ზუსტად უნდა იცოდეთ რა ტალღლის შემდეგ რა ტალღას უსმინოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეგ ისმინება მხოლოდ ყურსასმენში და ცალ ყურში სხვა ისმის ცალში სხვა, ამ დროს კი ტვინი გამოიმუშავებს თავის ჰერცს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შენი ყველა ემოცია „ვალიდურია“, მაგრამ შენი ქცევა შენი არჩევანი და პასუხისმგებლობაა“ - რას წერს ფსიქოლოგი

სალომე შარვაძემ გამომწერებს წონაში კლების საიდუმლო გაუმხილა - „ინექცია უკვე შეწყვეტილი მაქვს, ვაგრძელებ სწორ კვებას“

🎥 „ლილიტი“ თხის რქაში: რა თემებს წამოსწევს ტრანზიტი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ანა ჯალაღონიას ასტროლოგიური პროგნოზი