გასართობ ცენტრ „მინიონების“ ერთ-ერთი მფლობელი - თამუნა მექერიშვილი ოჯახისგან საბანკო ვალდებულების დაფარვას ითხოვს, რათა პირადი ქონება ყადაღისგან გათავისუფლდეს.
ის სოცქსელში ხშირად ათავსებს ვიდეოებსა და პოსტებს, სადაც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.
მან ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მოუბოდიშა.
პოსტს თან დაურთო სქრინი, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს განცხადება ვრცელდება. განცხადებაში ჟორჟოლიანი მექერიშვილს გადაცემაში სიცილის გამო უბოდიშებს.
დიახ!
მე ეს სახელი და გვარი
ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს და არასდროს! ამ ქვეყნად არავის აქვს უფლება ტყუილით ან ცილისწამებით სულ მცირე ჩრდილი მაინც მიაყენოს.... და ეს იქნება მუდამ ასე, რაც შეეხება ბოდიშს ის მაშინ იქნებოდა მიღებული მართლა გულწრფელი რომ ყოფილიყო და დაწერიდან ისევ რეიტინგის დაცემის გამო არ გამქრალიყო.
ზოგადად რაც იწერება არ იშლება...
ნუ „ქველმოქმედი“ ჟურნალისტობის და სოციალური სიკეთეებისთვის ცოტა მაინც გაპატიეთ“, - წერს მექერიშვილი.
ამ პოსტს კომენტარებში, თავად ნანუკაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია და დეზინფორმაციაა.
„თამუნა, ეს განცხადება ჩვენ არ გაგვიკეთებია. არის გაყალბებული „სქრინი“ და ვითხოვთ, უახლოეს 5 წუთში წაშალო. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მე მითქვამს. ეს არის ყალბი, რაც ისჯება საქართველოს კანონმდებლობით, ახლა მივწერთ ფეისბუკსაც რომ დაარეპორტოს და თუ არ წაშლი პოსტს, მოგვიწევს სახელმწიფოს ვთხოვოთ ჩვენი დაცვა“, - წერს ჟორჟოლიანი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი
🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება