
გასართობი, შემეცნებითი ფეისბუკ გვერდი „რებუსი“ სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რაც ყველა მშობლისთვის საინტერესოა.
როგორც სტატუსში ვკითხულობთ, დედამ შვილი სუფრის გაწყობაში უნდა დაიხმაროს, ამით კი ბავშვი ისწავლის გუნდურობას, პასუხისმგებლობას და თბილ, ოჯახურ მოგონებას შექმნის:
„რატომ ღირს ბავშვის ჩართვა სუფრის გაწყობაში?
შეიძლება, სუფრის გაწყობა უბრალო დავალებად ჩანდეს, მაგრამ ბავშვისთვის ეს ბევრად მეტია.
როცა პატარა გვერდით გეხმარება, ის სწავლობს გუნდურობას, პასუხისმგებლობას და თან ქმნის კიდევ ერთ თბილ, ოჯახურ მოგონებას.
ერთი პრაქტიკული ნაბიჯი: სთხოვე შვილს ხელსახოცების დალაგება ან სუფრაზე პურის დადება. ეს მარტივი მოქმედება მას აგრძნობინებს, რომ მისი დახმარება მნიშვნელოვანია.
ასეთი პატარა ჩვევები მომავალში აძლიერებს ბავშვის თავდაჯერებულობას და ოჯახისადმი კუთვნილების გრძნობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: