ტრანსგენდერი ქალი ლორენ მასხულია, რომელიც საზოგადოებას გიორგი მასხულიას სახელით ახსოვს, საკუთარ გარდასახვის გზის სირთულეებზე პერიოდულად საჯაროდ და გულწრფელად საუბრობს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.
მან ცოტა ხნის წინ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და საკუთარ გარეგნობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა - მკერდისა და საჯდომის იმპლანტანტები გაიკეთა.
ამჯერად ლორენმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც მის მიმართ აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა:
„ვუი, ახალი ჭორები მომივიდა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე და სასაცილოდაც არ გვყოფნის. ნუ, ეს ხალხი რომ უსაქმურია და თავიანთი პირადი ნომრის გარდა არაფერი გააჩნიათ, უკვე დავრწმუნდი.
სხვების ცხოვრებით რომ ცხოვრობენ, ესეც გასაგებია!
მასხულიასო ევროპის რეზიდენტი ჩამოართვესო, ასევე ძებნაშიაო მისი მეუღლეო და ბელგიიდან გაქცეულები არიანო. აჰაჰა, გამეცინა თან როგორ, არსად გაქცეულები არ ვართ პირიქით, ბელგიაშიც ვართ. ასევე ბელგიის სახელმწიფომ ყველანაირი კომფორტი შემიქმნა, რომ ლაღად, ჩემს მეუღლესთან ერთად განვაგრძო მშვიდი და კარგი ცხოვრება.
ასევე, ზაფხულში საოცარი ქორწილიც გვექნება ბელგიაში, საერთოდ არ ვიცი პოლიციის მისამართი სად არის და არც გვქონია არანაირი კავშირი პოლიციასთან. ჩვენ არავინ გვეუბნება არსად არაფერს - ბრიუსელის ყველაზე საშიშ უბნებშიც კი. ეგ იკითხეთ იმათმა, დილით მურთაზები რომ ხართ და საღამოს მარიშკები და პარიკით დარბიხართ და გაჰყვირიხართ: „ქალი ვარ, ქალი ვარო“.
ერთი რამ ვისწავლე ევროპაში, რომ ქართველს წააწყდები და გთხოვს დახმარებას იქვე უნდა მიატოვო. იცით რატომ? თუ რამე ცუდს გაგიკეთებს და ბოროტებას ვინმე, ეს ქართველი იქნება სხვა არავინ.
რამ გაგაბოროტათ ასე რა ჯანდაბამ...
ამიტომ ნუ გაჰყვირიხართ ტყუილებს, მასხულიას და მის მეუღლეს ვერავინ და ვერაფერი ჩამოართმევს ევროპის რეზიდენტს იმიტომ, რომ ჩვენ ბელგიის კანონს 100%-ით ვცემთ პატივს და არ ვარღვევთ არაფერს სხვებისგან განსხვავებით, წელიწადში 9-ჯერ რომ სახელ-გვარს იკეთებთ და შემდეგ თაღლითობით აქ და გარბიხართ ქვეყნიდან. ყოველდღე ქუჩაში გიბაგუნებენ, შველას ყვირით, მადლობა თქვით, საერთოდ ეს სახელმწიფო გიფარებთ თქვენნაირ, ბოროტ ხალხს.
ამ მთავრობის ადგილას რომ ვიყო, ერთ დიდ ავტობუსში ჩაგყრიდით და დეპორტით გაგიშვებდით აქედან იმდენად ბოროტები და სულით მახინჯები ხართ, ვიზუალზე არაფერს ვსაუბრობ, მასხულიამ ეს გაიკეთა, მასხულია იმას იკეთებს. ადექით და თქვენც გაიკეთეთ, რამე წაგართვით თქვენ? - ვშრომობ და მაქვს ჩემი.
აყუდებული არ ვარ წამდაწუმ სიპიესის კართან და არ ვყვირი: „დამეხმარეთ -მეთქი“.
უნამუსოებო, ვინც კი დედამ დაწყევლა ყველა ძონძი „პიდოშა“ და ვითომ „ტრანსუხა“ აქ ჩამოერეკა.
მართლაც კარგი ტრანსები ვინც არიან და ნორმალური ადამიანები, გაუფუჭეს ყველაფერი. გულის ამრევები ხართ, გამარჯობაც კი არ უნდა გითხრათ ადამიანმა, რომ გნახავთ ახლა მეძახეთ ტრანსფობია თუ რასაც ყვირით თქვენ.
ჩემი და ჩემი მეუღლის ბედნიერ დღეებს უყურეთ ყოველ წამს. ვერ მოესწრებით ჩემს ცუდს, ვერა“, - წერს ლორენა მასხულია.
~
ასევე დაგაინტერესებთ: