Digest Logo

„გადავწყვიტე, დაგტოვოთ!...ადამიანებმა ისე მატკინეს გული, ფეისბუკზე შემოსვლის სურვილი აღარ მაქვს“ - რას წერს ქეთი ჩხაიძე

1775046061
 ქეთი ჩხაიძე

მომღერალი ქეთი ჩხაიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ „ფეისბუკზე“ შესვლის სურვილი არ აქვს, შესაბამისად სოციალურ ქსელს ტოვებს.

პოსტის ბოლოში წერს, რომ ეს პირველი აპრილის ხუმრობაა:

„გადავწყვიტე, დაგტოვოთ!

მივდივარ და აღარასდროს დავბრუნდები აქ… დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე, ადამიანებმა ისე მატკინეს გული, ფეისბუკზე შემოსვლის სურვილი აღარ მაქვს…

მშვიდობით! ჩემო გულშემატკივრებო, თქვენი სიყვარული, მთელი ცხოვრება გამყვება. მომენატრებით.

ალბათ ყველას გეწყინათ ეს განცხადება, მაგრამ 1-2 ადამიანს კი გაუხარდებოდა, ვერ მოგართვით  

არსადაც არ მივდივარ, სადაც ყველას ვუყვარვარ, ყოველთვის იქ ვიქნები.

იშვიათია, ასე უყვარდეთ ადამიანი, როგორც მე შემიყვარეთ და მინდა იცოდეთ, რომ ჩემი თქვენდამი სიყვარულიც უკიდეგანოა.

დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია.

არ ჩამქოლოთ ახლა. ძალიან მიყვარხართ!“, - წერს ქეთი ჩხაიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეგონა, მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო...“ - რას იხსენებს სოფია კვინიკაძე

🎥 „რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს...არ მჯერა, დედას რომ ვუძახი“ - გაიცანით ქალი, რომელიც 55 წლის ასაკში დედა გახდა

⭕ „ვხედავ, „აბრეშუმის გზა“ ამერიკას ჰაერივით დასჭირდება მომავალში...“ - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ