Digest Logo

„გამსახურდიების ტრაგიკული ბედი... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში“ - რას წერს ანა ჯაბაური?

1685081310
ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილმა გიორგი გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი ბიოლოგიური დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია მის ოჯახს ზიანს აყენებს. გიორგი გამსახურდიას განმარტებით, ის სარჩელებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული სარჩელები მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის პროცესს აფერხებს.

🔵 არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას, რასაც დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს - გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძე გამსახურდიაზე

აღნიშნულ ფაქტს ცოტნე გამსახურდიას ცოლი, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებსაც.

მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც.

ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ...

ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც.

იმიტომ, რომ ვიცით - ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის. გადის წლები.

გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონობით ლარი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი.

მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი, ძალიან მინდა ვთქვა: რძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის...და დავამთავრო. მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის, ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს ხვალინდელი დღე სათუოა.

და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება... დედისგან... გამუდმებული, მიზანმიმართული და ყველა მეთოდით... გამსახურდიების ტრაგიკული ბედი. ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც...“,- წერს ჯაბაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სავარაუდო მოტივი პირადი ანგარიშსწორებაა... დაჭრილია გუგა ფირცხალავა, რომლის გვარიც მანამდე კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებდა...“ - ვაკეში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

🔵 „ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე, შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილია“ - ნინო ზამბახიძე ვაკეში სროლას ეხმაურება