
ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
აღნიშნულმა პოსტმა ლევან ბერძენიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ გამოიწვია აგრესია, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ის დაიცვეს. მათ შორის არის მწერალი დავით გორგილაძე:
„იმას აღარ მოვყვები, რა როლი აქვს ამ კაცს თაობების წიგნთან მიბრუნებასა და წიგნთან დამეგობრებაში.
არც იმაზე დაგაკარგვინებთ ძვირფას დროს, რა ბანალური, ერთუცნობიანი ბოროტებაა მის წინააღმდეგ დაქოქილი კამპანია.
მაგ კითხვებზე პასუხის გაცემა, პირადად ჩემთვის, თასმის შეკვრაზე მარტივია [ვიცი, რომ გამონაკლისის სახით არსებობენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ვინც ვერაფრით აუღო ალღო თასმების შეკვრას].
უბრალოდ, სავსე გულით მინდა, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ - ჩემი აზრით ერთ-ერთი (ამ სიტყვას დეფისის გარეშე ვწერ, შეცდომად ნუ ჩამითვლით) საუკეთესო დოკუმენტური პროზა, რაც კი ქართულ ენაზე დაწერილა.
განსაკუთრებით კი ის მინდა, რომ მისმა გულშემატკივრება და მხარდამჭერებმა კი არა, მაძაგებლებმა, მდევრებმა და მაგინებლებმა წაიკითხოთ.
რა გვყოფს ვიცით. აქ ჩვენი აზრები ვერ გადაიკვეთება და ეს ნორმალური პროცესია (სანამ ერთმანეთს გინებას არ დავუწყებთ, ან ხელით არ შევეხებით).
იქნებ მივეძალოთ იმას, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს - კარგ ლიტერატურას.
Levan Berdzenishvili ტანკივით!!!“, - წერს დათო გორგილაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?