Digest Logo

„ღვთისმშობლის მარხვაში რომ პლაჟზე წამოწვები, აჭარულს, შაურმას და ნაყინებს ჩაჰკეცამ, ცაში ვინ გცნობს? სახაჭაპურე-საშაურმეების „ღმერთებს“ სთხოვე სურვილები აგისრულონ, ისინი გცნობენ“ - რას წერს მამა ლევან ჯიქური

1692007877
მამა ლევანი ჯიქური

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლად წმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამე თუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლად წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება.

ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

აღნიშნულ მარხვას კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური ეხმაურება და წერს:

„ჩვეულებრივ ცხოვრებაში როგორაა, ადამიანს რომელსაც შენთვის რაღაც უკეთებია, როცა თხოვნით მოგმართავს მოსვენებას კარგავ ხომ, სანამ არ გაუკეთებ.

ეგრეა სულიერ ცხოვრებაშიც, როცა ღვთისმშობლის მარხვებს ინახავ, ლოცულობ მის წინაშე, თხოვნა დასრულებული არ გაქვს იქ ჩნდება სამყაროს დედა.

ღვთისმშობლის მარხვაში რომ პლიაჟზე წამოწვები, აჭარულს, შაურმას და ნაყინებს ჩაჰკეცამ, და კიდე ათას რამეს მიქარავ, მერე რომ მოიცლი, მობრუნდები და „აბა ღვთისმშობელო ჯანმრთელად მამყოფე, ეროვნულებზე კარგი ქულები ამაღებინე, ხელი მომიმართე საქმეში, შვილები კარგად დამაბინავებინე, კარგი ფულიანი, პატიოსანი სიძე და უხმო, დამჯერი, კაი მზითებიანი რძალი შემახვედრე და ა.შ ვინ შეგისრულებს?

ესენი უნდა სთხოვო სახაჭაპურე-საშაურმეების „ღმერთებს“ ისინი გცნობენ, ცაში ვინა გიცნობს?

გილოცავთ მარხვის დადგომას“,- წერს სასულიერო პირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა - ფოტოგალერეა

🔵 ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ვანგაც კი უფრთხოდა - გაიგეთ მიზეზი

🔵 „მანანა ჯაჭვაძეს 10-დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ, მის პატარა ანგელოზს გიორგის ჯერჯერობით ვერ“ - რას წერს შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილზე ოჯახის წევრი