Digest Logo

გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კარპი უკრაინაში გაფრინდა

1646820871
გიგი დედალამაზიშვილი მეუღლესთან

„მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კარპი უკრაინაში გაფრინდა. მან გამოაქვეყნა ფოტო თვითმფრინავიდან და დაწერა, რომ სანამ ადამიანი ცოცხალია, უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.

ომის 13 დღე. ამბობენ, რომ დღეს დღესასწაულია და ჩემთვის პირველი დღეა 24 თებერვლიდან, როდესაც პანიკური შეტევა არ მაქვს – შესანიშნავი საჩუქარია. დღეს შევძელი ემოციების გამორთვა და ცივად, გაყინული აზროვნებით, საკუთარ თავს დავუსვი კითხვა – შემდეგ რა იქნება? რა იქნება შემდეგ ისეთ მსოფლიოში, სადაც შესაძლებელია, უდანაშაულო ადამიანების სახლები იწვოდეს და უსაფრთხოება პირობითი რამ გახდა? რა იქნება შემდეგ იქ, სადაც უსამართლობა და ტკივილი ავსებს ადამიანების გულებს ყოველდღიურად ავსებს ბოროტებით იქ, სადაც წესით უნდა იყოს სიყვარული, თანაგრძნობა და სიკეთე?

რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? ის, რაც დაგეგმე, უნდა შეცვალო, გადახაზო და უარი თქვა.

დღეს ვიპოვე პასუხი – სანამ ცოცხალი ვარ, სანამ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი შვილების, მშობლებისა და ჩემი უკრაინის წინაშე – არ მაქვს დანებების უფლება. მე ცოცხალი ვარ და უნდა განვაგრძო იმის კეთება, რაც შემიძლია. და თუნდაც ვგრძნობდე თავს იმ მუსიკოსად, რომელიც „ტიტანიკთან“ ერთად იძირებოდა, არ მაქვს დანებების უფლება. ჩვენ ყველანი ერთად გავუძლებთ ამას, გესმით? ცხოვრებით ჩანთებზე და დამსხვრეული გეგმებით, ჩვენ მაინც გავუძლებთ!.. და დიახ, უკრაინელად ყოფნა ეს სუპერძალაა!...“, - წერს მარინა კარპი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს…“ - პეტრე კოლხი

🔵„ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა...“- რას წერს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი

🔵„გამოჩნდა ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება“ - მეუფე დიმიტრი