Digest Logo

„გილოცავთ“ - ბარბარა სამხარაძე გამომწერებს ხარების დღესასწაულს ულოცავს

1775572711
ბარბარა სამხარაძე

25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად წონაშიც დაიკლო. ამასთან, პირად განვითარებასაც დაუთმო დიდი ძალისხმევა და საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა.

იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, სადაც გამომწერებს მნიშვნელოვან ამბებს უზიარებს. 

ამჯერად, მან სოციალურ ქსელში ახალი კადრები გამოაქვეყნა, რომლითაც გამომწერებს ხარების დღესასწაული მიულოცა:

„ჭაბუკიანური დილა-მშვიდობისა.

ხარებას გილოცავთ“, - წერს ბარბარა სამხარაძე.

ბარბარა სამხარაძემ ბევრი მილოცვაც მიიღო:

„სულ გახარებული და ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა“,

„ხარებას გილოცავთ გვიყვარს შენი სიმღერები და რა თქმა უნდა თქვენც“,

„გილოცავ ხარებას ლამაზო, სულ გახარებული იყავი“, - წერენ კომენტარებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ ქალი ხარ და ამას კითხულობ, გთხოვ, სერიოზულად მიიღე...“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕„არსებობს ეგზისტენციალური სიცივე, რომელსაც დასავლური ფსიქოლოგია ვერ ხსნის...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ეშმაკი ატარებს პრადას“ ფილმის ფინალური თრილერი გამოქვეყნდა