Digest Logo

გიორგი კეკელიძე საქართველო - პორტუგალიის თამაშთან დაკავშირებით ბებიის ნასწავლ შელოცვას აქვეყნებს

1719401611
ეროვნული ნაკრები

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რითაც ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებს.

„გურული შელოცვა, მოსმენილი ბებიაჩემისგან. ეროვნული ნაკრები - ს სასარგებლო:

„ალისასა, მალისასა, შეგილოცავ თვალისასა,
შინაურისასა, გარეულისასა, ახლობელისასა,
წასულისასა, მოსულისასა, ტანდაბალისასა, ტანმაღალისასა,
შავგრემანისასა, თეთფეროვანისასა, კეთილისასა, უკეთურისასა.
ჯარიმის დამრტყმელისასა, ჩამწოდებლისასა, პენალტისტისასა, გამჭოლი პასისასა, ფინტისასა.
ყველა კაცს, ვინც „სიუს“ იძახდეს -
ასი კოდი ნაცარი, ასი კოდი ნახშირი თვალში აყრია, გულში ასხია,
ვინცხამ ჩემ ბაღნებს ავი თვალით, ავი გულით შეხედოს.
აგერ მოდის შავი წყალი, მას მოჰქონდა შავი გველი,
ჩავყავი ყავარჯენი, ამოვიღე შავი გველი,
ავჭარი ანაითა, მანაითა, შავ ტარიანი დანაითა,
არული რონალდუ!
არული ბრუნო!
არული ფელიქსი!
მივკიდე ბარდა ბურდასა ფრანსისკო კონსეისაუ -
ფუი, ისე ჭკნებოდეს და ხმებოდეს თქვენი მიზანი - ავი თვალით, ავი გული, ავი სულით შემხედვარე - რაფერც ეუსებიოს მიზანი ხმებოდეს და ჭკნებოდეს!
სუდია, დაგვწერე შენი ჯვარი!
Var-ი - ვარი არ გვითხრა!“, - წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი კალმის შეტანა შეგვიძლია ეროვნულ გამოცდაზე და რა ნივთებით არ დაიშვებით ? - განმარტება შეფასებისა და ეროვნული ცენტრის დირექტორისგან

⭕„წარსული და აწმყო“ - „ლევანტე“ შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ჩემი მისდამი გვერდში დგომა არის მამაშვილური კავშირი“ - რას ჰყვება მამა იოანე ხეცურიანი გიორგი მამარდაშვილზე