
ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე, მარიამ სოსელია, მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს. მწერლის ოჯახში განსაკუთრებული დღეა, მათ კეკეს ნათლობა აღნიშნეს, რისი ამსახველი ფოტოები სოცქსელში გიორგიმ გაუზიარა გამომწერებს.
აღსანიშნავია, რომ პოეტი ხშირად უზიარებს საზოგადოებას გულწრფელ, ოჯახურ გარემოში გადაღებულ სასიამოვნო კადრებს. ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც უზიარებს მის გამომწერებს.
„ნათლობა“, - წერს გიორგი კეკელიძე.
„გაიზარდე ჯანმრთელი და ბედნიერი, პატარა კეკე“,
„გილოცავთ პატარა ქალბატონის გაქრისტიანებას...“,
„გილოცავთ. უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს“,
„რა ლამაზი თვალები აქვს“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქალები, რომლებიც ამ კვირაში შეგხვდებიან, სიმბოლოებია და დააკვირდით“ - მიხეილ ცაგარელი