Digest Logo

„გოგო საკუთარი წინდით იყო გაგუდული და სადღაც მივარდნილ ბოსელში დაგდებული“ - ინგა გრიგოლია უმძიმეს ამბავს იხსენებს

1679044254
ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დიდ დიღომში მომხდარ საზარელ ფაქტს - 12 წლის მოზარდის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წლების წინ, მის პრაქტიკაში ნანახ საზარელი მკვლელობის ფაქტს იხსენებს.

როგორც გრიგოლია წერს, ბევრი წლები ესიზმრებოდა - თუ როგორ მოკლა რუსთავში მანიაკმა ახალგაზრდა გოგო საკუთარი წინდით და სადღაც მივარდნილ ბოსელში დააგდო.

🔵 „90-იან წლებში, როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე საკითხი განიხილებოდა, ჩვენი ფრაქცია მოითხოვდა ამ სასჯელის შენარჩუნებას - დღეს, უამრავი ბავშვი ხომ ცოცხალი იქნებოდა“ - რას წერს შალვა ნათელაშვილი

„ბევრი წლის წინ, ახალგაზრდა კორესპონდენტი ვიყავი  როცა გამიშვეს რეპორტაჟის გადასაღებად რუსთავში, მანიაკის მიერ მოკლული გოგონას ტრაგედიაზე, ახალგაზრდა გოგო საკუთარი წინდით იყო გაგუდული და სადღაც მივარდნილ ბოსელში დაგდებული.

ისეთი ტრავმა მივიღე მაგ რეპორტაჟის მომზადებისას, ბევრი წელი მესიზმრებოდა ყელში წაჭერილი წინდით დამხრჩვალი გოგო.

ჩემი ჟურნალისტური ცხოვრებიდან ყველაზე დიდი ტრავმაა ეს, რადგან ცხედარიც ვნახე, უმწეო მდგომარეობაში მაშინ და ვეღარასოდეს წავშალე გონებიდან.

ვიცი, არ უნდა ვთქვა, მაგრამ ყველაზე უკიდურესი სასჯელიც კი მეცოტავება ბავშვების მკვლელი მანიაკებისთვის!

ლინჩიც და აი, ყველაფერი!

მაშინაც ამას ვფიქრობდი და დღესაც.

მოვკლავდი ჩემი ხელით“,- წერს გრიგოლია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გოგონა საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „90-იან წლებში, როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე საკითხი განიხილებოდა, ჩვენი ფრაქცია მოითხოვდა ამ სასჯელის შენარჩუნებას - დღეს, უამრავი ბავშვი ხომ ცოცხალი იქნებოდა“ - რას წერს შალვა ნათელაშვილი

🔵 „ერთმანეთს არ ვინდობთ, ჯერ ცოცხლად ვჭამთ, მერე ვტირით!.. ხომ ხედავთ, აღარ გვშველის ეს ფარისევლური სულიერება“ - მამა პეტრე კვარაცხელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🔵 „ამდენმა სიძულვილმა შვა მკვლელები, მანიაკები და ფსიქოპათები! გააძლიერეთ პოლიცია, სანამ ხალხმა ლინჩის წესით დაიწყო გასამართლება!!“ - ხატია სიჭინავა ხელისუფლებას

🔵 „სანამ არ აჯანყდებიან ანგელოზები, სატანად ქცეულ ღმერთთან, სასტიკ მსოფლიოში არაფერი შეიცვლება“ - იუნა შაფათავა