Digest Logo

„თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო“ - კალაძე

1665686366
კახი კაალძე

თბილისის მერმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ მოინახულა.

მოზარდის მონახულების შემდეგ, კალაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა, მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

🔵სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ

🔵 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან - ვიდეო

🔵„ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა“ - გიორგი კეკელიძე