„მადლობა ღმერთს რომ ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და რამდენიმე საათის წინ გამოწერეს კიდეც, რადგან აღარ საჭიროებს კლინიკაში ყოფნას“, - ამის შესახებ La Gazzetta Georgia-ს დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც La Gazzetta Georgia-ს დამფუძნებელი წერს, ილიას სამომავლო გეგმებსაც, მალე შეიტყობს გულშემატკივარი.
„უზომოდ გულდასაწყვეტია რაც გუშინ ღამით ვაშინგტონში მოხდა. საკუთარი თვალით ვუყურებდი როგორ ძლიერ ფიზიკურ და მენტალურ ფორმაში იმყოფებოდა ილია ამ ორთაბრძოლისთვის.
თუმცა უნდა გვესმოდეს რომ MMA რთული სპორტია, სადაც ყველაფერია მოსალოდნელი.
მესმის, რომ ემოციები ახლა მძაფრად და ჭარბად არის ყველა ჩვენგანში, თუმცა მაქსიმალურად ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მცდარ წარმოდგენებს, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ფიგურირებს. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დასკვნითი მოსამზადებელი პროცესის უშუალო შემსწრე და თანამონაწილე.
მადლობა ღმერთს რომ ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და რამდენიმე საათის წინ გამოწერეს კიდეც, რადგან აღარ საჭიროებს კლინიკაში ყოფნას.
რაც შეეხება მის მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას: რა თქმა უნდა, არის ძალიან მხნედ და ვაჟკაცურად, ზუსტად ისე როგორც ნამდვილ ჩემპიონებს შეეფერებათ.
მის სამომავლო გეგმებსაც, მალე შეიტყობს გულშემატკივარი“, - წერს ლაშა მაჭავარიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: