მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და განსაკუთრებულ ყურადღებას საცვლების მასალის მნიშვნელობაზე ამახვილებს. მისი თქმით, ტანსაცმლისგან განსხვავებით, საცვალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ინტიმურ ზონებში ნივთიერებების ტრანსდერმული შეწოვა ათჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში.
„მინდა აქცენტი გავაკეთო, რადგან ტანსაცმელს რომ თავი დავანებოთ, საცვალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთი მარტივი ბიოლოგიური ფაქტის გამო:
ჩვენი სხეულის ინტიმური ზონები არ არის ჩვეულებრივი კანი. ამ ზონებში ტრანსდერმული შეწოვა, ანუ ნივთიერების სისხლში გადასვლა ათჯერ უფრო სწრაფად და ინტენსიურად ხდება, ვიდრე, მაგალითად, ხელის მტევნიდან. აქ ტემპერატურა მუდმივად მაღალია, ტენიანობა მომატებულია და ფორები გაფართოებული. შესაბამისად, რასაც იქ ვიცვამთ, პრაქტიკულად, ორგანიზმში შეგვყავს.
სწორედ აქ ვაწყდებით უდიდეს პარადოქსს. საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, რომ ბამბა ბუნებრივია და სუფთაა.
რეალობა კი კატასტროფულია: ინდუსტრიული, არაორგანული ბამბა ითვლება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ მოსავლად.
მსოფლიოს პესტიციდების 16% და ჰერბიციდების 25% მხოლოდ ბამბის მინდვრებზე იხარჯება. ეს ქიმიკატები, გლიფოსატი და სხვები, რა თქმა უნდა არ ქრება რეცხვისას, ისინი რჩება ბოჭკოში. ამას ემატება მეორე უბედურება... დამუშავება. იმისათვის, რომ ბამბა გახდეს თეთრი ან ფერადი, მას ამუშავებენ ქლორით, ფორმალდეჰიდით რომელიც კანცეროგენია და მძიმე მეტალების შემცველი იაფფასიანი საღებავებით. როცა საცვალი ფერადია შავი, ლურჯი, წითელი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ყველაზე მგრძნობიარე ზონა 24 საათის განმავლობაში კონტაქტშია აზო-საღებავებთან, რომლებიც სითბოსა და ოფლის ზემოქმედებით იხსნება და პირდაპირ ლიმფურ სისტემაში ხვდება.
კონტრასტი ბაზარზე არსებულ რეალობასა და იდეალს შორის კოლოსალურია.
სინთეტიკა პოლიესტერი, ნეილონი ეს არის იგივე პლასტმასა. ის ქმნის სათბურის ეფექტს, ზრდის ტენიანობას, ხელს უწყობს სოკოვანი და ბაქტერიული ფლორის გამრავლებას და ხშირ შემთხვევაში შეიცავს BPA-ს და ფტალატებს, რაც პირდაპირ ურტყამს ენდოკრინულ სისტემას და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.
ჩვეულებრივი ბამბა, თითქოს სუნთქავს, მაგრამ სავსეა პესტიციდების ნარჩენებით და ტოქსიკური საღებავებით. ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც წლების განმავლობაში აგროვებს ტოქსინებს სხეულში.
ორგანული, შეუღებავი ბამბა, ეს არის ერთადერთი უსაფრთხო გზა. აქ ბამბა მოჰყავთ პესტიციდების გარეშე, ნიადაგი სუფთაა, ხოლო რაც მთავარია - ის არ იღებება. ან თუ იღებება, აქაც ორგანულ საღებავებს იყენებენ... მისი ფერი არის ბუნებრივი კრემისფერი. აქ არ არის ფორმალდეჰიდი, არ არის მძიმე მეტალები. კანი ეხება მხოლოდ სუფთა ცელულოზას.
მისი შოვნა ყველზე მეტად გამიჭირდა, მარსელში მიაკვლია ვახუნხულამ, თბილისში საერთოდ არ იშოვება, მეტიც, გლობალურ ონლაინ სივრცის 99%-ში ეს პროდუქტი დეფიციტურია.
თანამედროვე მოდის ინდუსტრიას არ აწყობს ორგანული და შეუღებავი პროდუქტის წარმოება, რადგან ის ძვირი ჯდება, ასევე ვიზუალურად არასარეკლამოა და სწრაფად არ იყიდება. რადგან მასობრივი მომხმარებელი ვერ აცნობიერებს საფრთხეს. შესაბამისად ჯანსაღ პროდუქციაზე, მოთხოვნა თითქმის არ არის.
ეს მცირე ტოქსინები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება, საბოლოოდ იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, ალერგიებს და უჯრედულ მუტაციებსაც კი, რაც ეპიგენეტიკის დონეზე თაობებს გადაეცემა“, - წერს ვატო მსხილაძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მდაბალი ადამიანისათვის, საშინელი სამსჯავრო აღარ იქნება საშინელი...“ - თეოდორე გიგნაძე