
„ისრაელი, მართლაც დამნაშავეა ღაზის მოსახლეობის წინაშე! ვიცოდით ვინაა ჰამასი, მაგრამ მივეცით „აყვავების“ უფლება, რომ გამოეზარდა ამ მოსახლეობისგან ტერორისტები“, - ამის შესახებ ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლი (შიმშილაშვილი) სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჰამასი კიბოს ჰგავს, რომელიც უნდა ამოიძირკვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიბო აქეთ მოგკლავს ადამიანს.
„მსოფლიო და მათ შორის ისრაელიც, მართლაც ძალიან დამნაშავეა ღაზის მოსახლეობის წინაშე!
ყველამ ყველაფერი ვიცოდით!
ვიცოდით ვინაა ჰამასი, რა ორგანიზაციაა, მაგრამ მივეცით „აყვავების“ და განცხრომის საშუალება, მივეცით უფლება გამოეზარდა ამ მოსახლეობისგან ტერორისტები, მივეცით უფლება ამოეწყვიტა შიმშილში, მხეცის უნარ-ჩვევამდე დაიყვანა მათი ინსტინქტები და მხეცებზე უარესი გაეხადა! იმიტომ რომ მხეცმა არ იცის რა არის ბოროტება, მან იცის ერთი რამ: მშიერია და ჭამოს!
მსოფლიოს შეეძლო გაენადგურებინა ჰამასი და არაერთხელ, მაგრამ არ დაუშვა!
და ისიც გააჩერა ვინც რეალურად იყო ამის გამკეთებელი - ისრაელი!
ხო და დატკბით დღეს!
და თუ გგონიათ თქვენს სახლებში არ შემოვლენ - გეშლებათ!
ყველგან მოვლენ!
ყველას სახლებში!
მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ დატოვებენ!
კიბოს მეტასტაზებივით ვრცელდებიან და შიგნიდან ჭამენ მსოფლიოს!
და ყველაფერი ღმერთის სახელით!
ხო და სანამ ჩვენი მომავალი თაობა გაგვასამართლებს მთელს მსოფლიოს, მგონი ბოლო შანსი გვაქვს დღეს, ერთხელ და სამუდამოდ გავანადგუროთ ჰამასი, მაგრამ არა მხოლოდ ლიდერები , რაც დღეს ხდება, არა! მისი
მიწის ქვეშ განლაგებული 40 ათასი მებრძოლი და მსოფლიოში ყველა მისი მიმდევარი!
თორემ კიბო კლავს!
კლავს წამებაში!
არავის არ ვისურვებდი ასეთ სიკვდილს!
პ.ს.
ის ღაზის სექტორის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც სჯეროდა, რომ გალავნის მიღმა გაშვებული ფერადი ბუშტები და ჩვენ მშვიდობა გვინდა და სიყვარულით შეცვლიდნენ მსოფლიოს!
მაგრამ მათ პასუხად აკუწეს, დაწვეს, ფრხმძიმეებს მუცლები გამოფატრეს, ბავშვები გააუპატიურეს, ცოცხალ ადამიანებს თავები მოჰკვეთეს!
არა!
კიბო უნდა მოკლა, სანამ ის შენ მოგკლავს!
და ისევ თუ ისრაელელი ბავშვები არ გვეცოდება, ისევ იმ ღაზელი ბავშვების და მომავალი თაობისთვის და მსოფლიო ბავშვებისთვის“,- წერს ანა კოლი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 28 ოქტომბერს დაბნელების დერეფანი სრულდება - რატომაა ეს თარიღი განსაკუთრებით საყურადღებო?