Digest Logo

ჯორჯინა უზკატეგუია იუბილარია - როგორ ულოცავს UFC-ის ჩემპიონი მეუღლეს დაბადების დღეს?

1730894271
ილია თოფურია

UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი.

დღეს, 6 ნოემბერს ჯორჯინა უზკატეგუია იუბილარია, რომელსაც მეუღლე ილია თოფურია სოციალურ ქსელში იუბილეს ოჯახური ფოტოთი ულოცავს, რომელიც აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.

„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო. საუკეთესოები ხართ“, - წერს ილია. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by El Matador (@iliatopuria)

ჯორჯინა მარკეტინგის სპეციალისტია. მან 2022 წელს საკუთარი კომპანია Future and Energy დააარსა.

ჯორჯინა ილია თოფურიას დიდი გულშემატკივარია და ის არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.

თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, შემ­თხვე­ვით და­ი­წყო. მათი თქმით, ერთ-ერთ ვახ­შამ­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და იმ წა­მი­დან­ვე გაჩ­ნდა სიყ­ვა­რუ­ლი.

„ვახ­შამ­ზე შევ­ხვდი, ვი­ფიქ­რე, რა ლა­მა­ზი გო­გოა. ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რაც ღმერ­თმა მარ­გუ­ნა“, - ამ­ბობს ილია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?

⭕„დამიწუნეს, ამ როლისთვის ახალგაზრდააო...“ - ბაია დვალიშვილის ცნობილი ოჯახი და როლი საკულტო სერიალში

⭕„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?