ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც დედაზე წერს.
როგორც იგი აღნიშნავს, შვილობა ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორიც მშობლობა:
„დედებს ჰგონიათ რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან და გადაფარონ სხვა უკეთესი რაღაცებით. ფიქრობენ რომ შვილები ვერ ამჩნევენ რომ არ არიან კარგად, რომ არ არიან ბედნიერი. ფიქრობენ რომ ვერ ამჩნევენ შვილები, რა მწარეა მონატრება მამის, „მეუღლის“ და ამის გამო როგორი შებოჭილები არიან ხშირად უსუსურობოსგან.
ჰგგონიათ რომ სახლის დალაგებით, სამზარეულოში სადილის კეთებით, შენი ტანსაცმლის გარეცხვით და მოწესრიგებით შეძლებენ გადაფარვას მაგრამ ეს ყოველ ჯერზე განწირული ქმედებაა. შვილებს ყნოსვა აქვთ განვითარებული ბედნიერების მიმართ. ჩვენ მას ვგრძნობთ. ვიცით როდის გტკივათ და გიხარიათ.
კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები. შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა.
პ.ს გეფერებით ყველა დედას. ძალიან მინდა რომ კარგად იყოთ. იყავით თქვენი შვილებით გახარებული და რაც მთავარია, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ. ყოველი დღე თქვენია“, - წერს გივიკო დიდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეკლესიურობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა...“ - თეოდორე გიგნაძე