Digest Logo

კრიტიკულ წუთებში გადარჩენილი სიცოცხლე! - „გონება დაკარგა და მონიტორზე გულის გაჩერება, ფიბრილაცია დაფიქსირდა“

1775487233
სასწრაფოს ექიმები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეფერალური დახმარების ბრიგადა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გუდაურში მორიგეობდა, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გულმკერდის არეში მწვავე ტკივილით შეიყვანა.

რეფერალური დახმარების ექიმის, ნიკა ხაჩიძის თქმით, მორიგეობისას გუნდი მუდმივად აკვირდება კლინიკაში შეყვანილ პაციენტებს, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაერთოს დახმარების პროცესში.

ნიკა ხაჩიძე: „როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კლინიკაში შეიყვანა, შეფასების პროცესში მამაკაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა და მონიტორზე გულის გაჩერება, ფიბრილაცია დაფიქსირდა. დროის დაკარგვის უფლება არ გვქონდა. ასეთ დროს თითოეული წამი მნიშვნელოვანია. კლინიკის ექიმებთან ერთად კოორდინირებულად ვიმოქმედეთ და რამდენიმე წუთში პაციენტის გულის რითმის აღდგენა შევძელით. სწორედ გუნდურმა მუშაობამ მოგვცა შედეგი“.

კლინიკის ექიმებისა და რეფერალური დახმარების ბრიგადის კოორდინირებული და სწრაფი მოქმედების შედეგად, პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით შემდგომი მკურნალობისთვის რეფერალური დახმარების ბრიგადამ შესაბამის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაიყვანა.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გადაუდებელ მედიცინაში ყველაზე დიდი ძალა გუნდურობაშია, როდესაც სასწრაფო დახმარება, კლინიკის ექიმები და რეფერალური ბრიგადა ერთ მიზანს ემსახურებიან - ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას!

სტეფანწმინდის რაიონული სამსახურის რეფერალური ბრიგადა:

ექიმი: ნიკა ხაჩიძე.

ექთანი: ინგა ფიცხელაური.

მძღოლი: გოჩა ხულელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საკმაოდ მძიმე კვირაა, დაივიწყეთ წყენა, ზედმეტი დარდი, ფიქრები შურისძიებაზე თუ ყოველგვარ სიბოროტეზე“ - ასტროლოგი

🎥 „ყველაზე კეთილი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ მას“ - გურამ ლომიძის და ივანა მელაის შვილმა პირველი სიმღერა ჩაწერა

როდის ხარ „ამორძალი“ და როდის „ბავშვი“? - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე