Digest Logo

„კურნავს უნაყოფობას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში“ - დომენიკ მანგო ბებიის ნასწავლ რეცეპტზე წერს

1682591387
დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო ბებიის ნასწავლ რეცეპტს აზიარებს, რომელიც მისი თქმით, უამრავ დაავადებას შველის.

აბა მეგობრებო, თუ იცით ეს რა არის?

ეს არის ნივრიანი რძე მჭადით, რომელიც არის წამალი საკვები. მთელი ბავშვობა დილას ამ საკვებით ვიწყებდი. ბებია დილიდან მახვედრებდა და ჩემთვის დიდად საპატივცემულო გემოები აქვს.

მომზადების წესი: ნახევარი ლიტრი რძე მოადუღეთ ქურაზე, შიგნით გაურიეთ გემოვნებით მარილი, ჩააჭერით 2-3 კბილი ნიორი და რომ წამოდუღდება, ჩაახალეთ ერთი ცალი კვერცხი. სანამ კვერცხი ბოლომდე მოიხარშება, გადმოიტანეთ თეფშზე, ჩატეხეთ მჭადი (მცენარეულ ზეთში ან მშრალად გამომცხვარი) და მიირთვით.

1. ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას;

2. სასარგებლოა ღვიძლისთვის, რადგან ნიორი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც ეხმარება ღვიძლის გაწმენდას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას;

3. ამცირებს ანთებას და ტკივილს ართრიტის დროს;

4. ნიორი აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას და გაგათავისუფლებთ უძილობისგან;

5. დაუმატეთ ნივრიან რძეში მცირეოდენი კურკუმის ფხვნილი და თქვენ შესანიშნავ ამოსახველებელ საშუალებას მიიღებთ;

6. მოხარშული ნიორი კურნავს უნაყოფობას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. რძე ნივრით ხალხური სამკურნალო საშუალებაა იმპოტენციისთვის“,- წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „რატომ ფასობს უფრო მეტად ქრისტეს შემდეგ დაბადებულთა მორწმუნეობა, ვიდრე მის თანამედროვეთა? იმიტომ რომ...“ - მამა ლევან ჯიქური

🔵 ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს

🔵 ინგლისში მეფე ჩარლზის შოკოლადის ქანდაკება დაამზადეს