
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ლაშა ნაკაიძის სექსუალური ძალადობის ბრალდების ფაქტს სოციალურ ქსელში დედა სიდონია ეხმიანება. ის ნაკაიძეს დადებითად ახასიათებს და ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ კარგად ადამიანი საკუთარ თავსაც კი არ იცნობს.
„ლაშა ნაკაიძისგან უამრავი სიკეთე მახსოვს!
გამორჩეულად მოკრძალებული და, ადამიანურ ბიჭად ვიცნობდი მას.
არ ვიცი, თუ დადასტურდა ბრალდება, რა გვემართება ადამიანებს ცხოვრების რაღაც ეტაპებზე.
არ მინდა ადამიანების ასეთი გარდასახვა არსებობდეს!
თუმცა, 48 წლის ვარ და დღემდე ვტრანსფორმირებ, რიგი გარემოებები სხვა და სხვა პოტენციალების უტრირებას ახდენს.
სანამ თავს შეისწავლი, ტონა მარილი უნდა „ჭამო“...
თუ აერია, ისევ იპოვის თავს, ასე მინდა მჯეროდეს მე!“, - წერს დედა სიდონია.
ცნობისთვის, სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„არ ღირს სხვათა განკითხვა და გაკიცხვა - თავი შეიკავეთ ყვირილისა და ჩხუბისგან“ - მიხეილ ცაგარელი