Digest Logo

„ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთს ყელში აქვს გაჩხერილი...“ - რას წერს გოგა ჩანადირი

1646895934
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოში არსებული მაღალი ხარისხი დისკომფორტს უქმნის. ჩანადირს მაგალითად ლუგარის ლაბორატორია მოჰყავს და წერს, რომ ის ოკუპანტს ყელში გაეჩხირა.

„ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთს ყელში აქვს გაჩხერილი.

იცით, რატომ?

დამპყრობელს ვერ წარმოუდგენია, რომ ჩვენ კარგი რამე გვქონდეს, ვერ წარმოუდგენია, რომ მათ გარეშე შეგვიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, ვერ წარმოუდგენია, რომ შეგვიძლია მასზე დამოკიდებული ძაფების გაწყვეტა და მე თუ მკითხავთ, რაც შეიძლება ბევრი ძაფი უნდა ჩავწყვიტოთ, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით, რადგან ყველაფერს ჩვენსავე დასაჯელად იყენებს.

რუსეთს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს მაღალი დონის ლაბორატორია და ანალიზებს რუსეთში აღარ ვაგზავნიდეთ.

შეიგნოს ამ კრემლმაც, რომ თუ ვინმეს რუსეთისთვის ბიოსაფრთხის შექმნა სურს, მათ შორის ღორის ჭირის გავრცელება, ლუგარის ლაბორატორიის გარეშეც კი უპრობლემოდ შეძლებს.

დღეს ატომურ ბობმბებზე უფრო მძლავრი იარაღები ასანთის კოლოფებში ეტევა.

და კიდევ, მეჩვენება, რომ კრემლის დეზინფორმაციას მხოლოდ საქართველოში ქართულ ენაზე ვპასუხობთ და არ ვიყენებთ რუსულ მედიასაშუალებებს.

ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ მათ, მათივე მედიით სიმართლე და მერე რამდენიც უნდათ, ის იძახონ ლუგარზე.

მტერს მხოლოდ ლაბორატორია კი არა, რაც საუკეთესო გვექნება, ყველაფერი გაეჩხირება ყელში.

დაე, ვიზრუნოთ, რომ ყველაფერი მართლა საუკეთესო გვქონდეს“, - წერს ჩანადირი ფეისბუკზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს…“ - პეტრე კოლხი

🔵„ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა...“- რას წერს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი

🔵„გამოჩნდა ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება“ - მეუფე დიმიტრი