Digest Logo

„რუსეთის მოქალაქეების მიმართ უნდა შეჩერდეს ყველა სახის ვიზის გაცემა. უნდა აიკრძალოს ყველა სახის ფრენები რუსეთში“ - გოგა ჩანადირი

1645777165
ჩანადირი ეკლესიაზე

რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. გუშინ, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით, რის გამოც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გამოეხმაურა.

„დასავლეთის სანქციები რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო:

1. გაზსადენის ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის სერტიფიცირება შეჩერდა

2. დუმის იმ 351 წევრის მიმართ დაწესდა სანქციები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დონეცკ-ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმების აღიარებას.

3. სანქციები შეეხო რუსული საფინანსო ინსტიტუტების დასავლურ აქტივებს, რაც დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის გაყინვას ნიშნავს.

4. რუსეთს შეეზღუდება წამყვანი უცხოური ვალუტით საყოველთაო ეკონომიკაში მონაწილეობა

5. რუსეთს შეუჩერდება მაღალი ტექნოლოგიების მიწოდება, მათ შორის ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო.

6. პუტინ წამგლეჯთან დაახლოებულ პირებს, მათ შორის ოლიგარქებს, არ მიეცემათ ვიზები და ვერ შევლენ ბევრ ქვეყანაში.

7. უკვე განიხილება რუსეთის გათიშვა საერთაშორისო საგადასახადო გადარიცხვების სისტემა სვიფტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელი ქვეყნის ბანკებს საერთაშორისო საბანკო ოპერაციების განხორციელება აღარ შეეძლებათ, თავად რუსეთში კი მშპ 5%-მდე შემცირდება.

8. სანკტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი

9. რუსეთის საფონდო ბირჟაზე ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების აქციები 2008 წლის ნიშნულამდე დაეცა.
სანქციების პირველი შედეგები ბოლო 24 საათში:

მდიდარმა რუსებმა უკვე 50 მილიარდით იზარალეს.

რუბლის კურსი 10 %-ით გაუფასურდა.

რუსული კომპანიების აქციები უკვე დაეცა.

რუსეთის ჯარმა დაკარგა 800-ზე მეტი ჯარისკაცი, 13 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი. განადგურდა 170-მდე ტანკი და საბრძოლო მანქანა. რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.

თავდამსხმელმა უფრო დიდი დანაკარგები უნდა მიიღოს ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორში. საჭიროა კიდევ უფრო მძაფრი სანქციები. კერძოდ, რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციისთვის უნდა შეუჩერდეს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა და აეკრძალოს ყველა დონის შეხვედრებზე მონაწილეობა.

დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა გაიწვიონ რუსი დიპლომატები. უნდა აიკრძალოს რუსეთში ყველა სახის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრების გამართვა, რუს სპორტსმენებს არ უნდა მიეცეთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, მათ შორის ევრობასკეტსა და მსოფლიო პირველობაზე ფეხბურთში.
ეს უნდა გავრცელდეს კულტურულ ღონისძიებებზეც.

რუსეთის მოქალაქეების მიმართ უნდა შეჩერდეს ყველა სახის ვიზის გაცემა. უნდა აიკრძალოს ყველა სახის ფრენები რუსეთში (მერე ნახავს, რას ნიშნავს ფრენების აკრძალვა).

ამ უკიდურესი ნაბიჯების შემდეგ თვითონ საკუთარი მოქალაქეები მოუღებენ ბოლოს ამ ბოროტ, პირწავარდნილ პუტინწამგლეჯს“, - წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

🔵„ასე „მეგობრულად“ გაწირეს უკრაინაც... შეგვეშვით რა, გაეთრიეთ ჩვენი სამშობლოდან“ - ხათუნა ხოფერია

🔵„მივემგზავრებით ვარშავაში და ამ დღეებში ვეცდებით სამშობლოში დაბრუნებას“ - სუხიშვილების მიმართვა საზოგადოებას

🔵„დი­ლის 7 სა­ა­თი­დან ვტი­რი, მეშინია... უნდა ვიჯ­დე მოს­კო­ვის ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და და­ვე­ლო­დო ამ სი­გი­ჟის და­სას­რულს“ - თეონა კონტრიძე

🔵„რუსეთი არის ფაშისტური ქვეყანა... კიევის აღების შემდეგ, ის აიღებს თბილისს“ - გიორგი ფხაკაძე