Digest Logo

მანანა მენაბდეს პანკრეასის სიმსივნე დაუდგინდა, მან დიაგნოზის დეტალები არ იცის - რა ინფორმაციას ავრცელებს განო მელითაური?

1741943835
მანანა მენაბდე

მსახიობი განო მელითაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცნობილ მომღერალსა და მუსიკოსს მანანა მენაბდეს პანკრეასის კიბო აქვს.

იგი საზოგადოებას მუსიკოსის დახმარების თხოვნით მიმართავს.

ამასთან იგი, სახელმწიფო უწყებებს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„უფლის წყალობით ჩვენს სანუკვარ მანანჩიკოს აქვს გამოჯანმრთელების 100%-იანი პროგნოზი!

მაგრამ თქვენი დახმარებაც გვჭირდება!

მანანა მენაბდეს 5 მარტს აღმოაჩნდა პანკრეასის ადენოკარცენომა - სიმსივნე!

მას ჩვენი დახმარება სჭირდება!

სიმსივნე დააწვა სადინარს და ჩაკეტა სანაღვლე გზები, სასწრაფოდ საჭირო გახდა სადინარში სტენტირება, რომელიც საქართველოში არ კეთდებოდა, ასევე პანკრეასის ბიოფსია და მთელი რიგი კვლევები თურქეთში!

უფლის წყალობით, მერიის, ჯანდაცვის, მეგობრების დახმარებით ჩამოვედით თურქეთში დროულად და კვლევით დადასტურდა, რომ მანანას მეტასტაზები არსად არ აქვს!

გვაქვს ოპერაციის გაკეთების ფუფუნება! მოიწვიეს კონსილიუმი და 21 მარტს ჩაინიშნა სასწრაფო ოპერაცია! რომლის საფასურიც გახლავთ 28.000 დოლარი. მანანას სიცოცხლე ამ ოპერაციაზეა დამოკიდებული!

ოპერაციის ფუფუნება მისი დიაგნოზით და სიმსივნის ამ განლაგებით 10.000-ში ერთია.

უფლის წყალობით მანანას აქვს გამოჯანმრთელების 100%-იანი შანსი! თქვენს მხარდაჭერას მანანას გადარჩენა შეუძლია!

მანანამ საკუთარი დიაგნოზის დეტალები არ იცის, თურქეთში წამოსვლამდე სოცქსელში შემოსვლა დროებით შევუზღუდეთ, თუმცა წვდომა აქვს მესინჯერზე და გთხოვთ არ დაეკონტაქტოთ, მან არ იცის ბევრი დეტალი“, - წერს განო მელითაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა შეხვდეთ ცხოვრების სიყვარულს...იმიჯის ცვლილებასთან იყავით ფრთხილად“ - მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

🎥 „სამი თვითონ ვიპოვე დაღუპული...ნადირივით უნდა იყო მთაში“ - ნინუცა ორჯონიკიძის ლაშქრობა გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე

⭕„გადაწყვეტილებებს აუცილებლად გადახედეთ, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა...“ - რა გავლენა ექნება მთვარის დაბნელებას ჩვენზე, ქეთი ოდიშელის რჩევები!