Digest Logo

„მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე - ღორებს, იმიტომ რომ მათი სისხლი მიჩქეფს და ამით ვამაყობ“ - რას წერს მოროშკინა

1643310972
ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ სათქმელს მკაფიოდ აფიქსირებს.

პოსტში მოროშკინა საკუთარ პოზიციებზე ამახვილებს ყურადღებას და არგუმენტებიც მოჰყავს, თუ რატომ „არასდროს გააკეთებდა“ ამა თუ იმ საქციელს.

„...მე, კაცმა ჟორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!
მე ვერ ვიქნები თქვენნაირი, Без роду, без племени!

ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ „ახალი ქართველები“, კარგად მახსოვდა პრეზიდენტის სიკეთე, მისი მეგობრობა თალესთან, მან მწვანე შუქი აუნთო უფოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.

ვქომაგობდი ცოტნეს ციხეში, მომიკლეს პრეზიდენტი!

მე ვერასოდეს მათქმევინებთ ცუდს შევარდნაძეზე, მე მისი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრის მოადგილე ვიყავი. ის ჩემი დიდი პედაგოგი და გურუ გახლდათ. ჩვენ ერთმანეთს ავტობიოგრაფიები გავუცვალეთ, ის ჩამეხუტა და რაც მაშინ, ყურში მიჩურჩულა, ჯერ არ ახდა და მოუთმენლად ველი.

მე არასოდეს ჩავერთვები გიული ალასანიას წინააღმდეგ სიბინძურეში, იმიტომ რომ მათ ოჯახში ჩაიც დამილევია და ნამცხვარიც მიჭამია!

მე მიშასთანაც არასოდეს ვკვეთ წითელ ხაზებს, იმიტომ რომ ჩვენ საერთო ბავშვობიდან მოვდივართ და ჩვენი მამები საუკეთესო ექიმები და დიდი მეგობრები იყვნენ.

მე ვერასოდეს გავლანძღავ უშვერი სიტყვებით გიორგი მარგველაშვილს და მაკას, რის უფლებასაც თქვენ აძლევთ თქვენს თავს, იმიტომ რომ ჩვენც ბავშვობიდან მოვდივართ, იმიტომ რომ დედაჩემი მაკას ოჯახის წევრივით ხვდებოდა.

დიახ, როცა პირველი ლედი გახდა, თქვენგან განსხვავებით არასოდეს შემიწუხებია!

მე ვერ ვიტან სალომე ზურაბიშვილზე ნათქვამ უტიფრობებს, იმიტომ რომ ის ჩემთვის ნატიფი, პორცელანის ფაიფურია და არა თქვენსავით თიხიდან მოზელილი სახვრეპი ჯამი.

მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე-ღორებს, იმიტომ რომ მათი სისხლი მიჩქეფს და მე ამით ვამაყობ.

მე ვგიჟდები თბილისელ ქურთებზე და იეზიდებზე - ეს ცალკე ღრმა და ლამაზი სამყაროა.

მე არასოდეს ვიტყვი აზერბაიჯანელებზე - თათრებს, იმიტომ რომ ბაბუაჩემი ბაქოს, სამხედრო აკადემიის პრორექტორი იყო და კარგად ვიცნობ ამ საოცარ ხალხს.

მე არასოდეს ვიქილიკებ სომხებზე, იმიტომ რომ ერევნის უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, ვასწავლიდი ახალციხეში და ვიცი რა გონიერი და ნიჭიერი ერია!

მე არასოდეს ვიღადავებ თქვენსავით კანის ფერზე, იმიტომ რომ მყავს აფროამერიკელი ნათესავები და შვეიცარიელი სიძე ვიეტნამური ფესვებით, რომელიც ბევრ ქართველზე დიდი პატრიოტია!

მე არასოდეს ვიტყვი ებრაელზე - ურიას, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ არა მათი გენიელურობა, არაფერი არ იქნებოდა, ისევე როგორც კაცობრიობა...

მე არასოდეს ვანსხვავებ ჩემს ნატურალ მეგობრებს გეებისგან, ტრანსებისგან და ლესბოსელებისგან, იმიტომ რომ თითოეული მათგანისგან დიდი, ესთეტიკური საჩუქარი მიმიღია.

მე არასოდეს არ ვშაყირობ სხვის ზედმეტ წონაზე, ცხვირის სიგრძეზე, ტან-ფეხზე და ე.წ. დეფექტებზე-იმიტომ რომ ეს საშინლად არაეთიკურია!!!

თქვენ მე გხედავთ გრძელ ტყავის „პლაშჩში“, წითელი სამკლაურით და დასახვრეტთა დიიდი სიით...
და კიდევ!

მე, კაცმა ჟორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!

НЕ ДОЖДЁТЕСЬ!“ - წერს მოროშკინა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ საყვარელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა