ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტექნოლოგიებსა და ვირტუალურ ურთიერთობებზე საუბრობს:
„ჩვენ სწრაფი გაციფრულების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტად ურთიერთობენ ტექნოლოგიებთან.
ფიზიკურ და ვირტუალურ რეალობას შორის საზღვრები თანდათან უკვე ბუნდოვანი ხდება. ჩვენ უკვე გადაგვაქვს საკუთარი თავის ნაწილი ონლაინში სოციალური ქსელების, არქივების, მოგონებების, მიმოწერისა და პროფილების საშუალებით. არსებითად, ეს უკვე ჩვენი ციფრული ასლია.
პლუს ხელოვნური ინტელექტი - ნეირონული ქსელების ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ფაქტობრივად სახეზეა ციფრული უკვდავების კონცეფციები, უკვე ხდება ადამიანის ხმის, მეტყველების ნიმუშებისა და პიროვნების საფუძველზე ციფრული ავატარების შექმნა.
ნეირო ტექნოლოგიები უკვე საშუალებას იძლევიან ტვინის სიგნალები პირდაპირ გადაეცეს მოწყობილობებს, რაც ერთხელაც ცნობიერების სრულად ატვირთვის საფუძველი გახდება.
და შემდეგ ერთ დღესაც სევდიანად გავიხსენებთ, რომ ოდესღაც სხვა სამყარო გვქონდა, რომელშიც სხვა რეალობას წარმოვადგენდით, რადგან ჯერ კიდევ გაგავაჩნდა ფიზიკური სხეული.
მე მითქვამს და თუ არ გინდათ, ნუ დაიჯერებთ“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა