Digest Logo

„მიხარია, რომ ჩემი მეუღლე ხარ... გამიმართლა, რომ შენნაირი ძლიერი, კეთილი და სუფთა გულის ადამიანი მყავს“ - ლიზი დარასელია საქმრო იუბილარია

1772628185
ლიზი დარასელია

ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, ლიზი დარასელია, რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მისი რჩეული მომღერალი საბა ბალაძეა, მან ხელი ლიზის საკუთარ დაბადების დღეზე სთხოვა.

მომღერლის საქმროს დღეს, 4 მარტს დაბადების დღე აქვს, ლიზამ კი მას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა:

„ჩემო სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს…  

არ ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით ის მადლიერება და სითბო, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ. შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე მშვიდი და ნათელი ნაწილი ხარ. როცა შენ გვერდით ვარ, ყველაზე ბედნიერი ვარ.

მიხარია, რომ ჩემი მეუღლე ხარ გამიმართლა, რომ შენნაირი ძლიერი, კეთილი და სუფთა გულის ადამიანი მყავს გვერდით. შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება და ჩემი სიმშვიდე. 

ვერ აღვწერ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის.  უბრალოდ მინდა იცოდე, შენ ხარ ჩემი სახლი. იქ, სადაც გული მშვიდდება და სიყვარული თავის ნამდვილ მნიშვნელობას პოულობს.

უსასრულოდ მიყვარხარ 

გილოცავ“, - წერს ლიზი დარასელია. 

ლიზი დარასელია გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საქორწილო სამზადისის შესახებ ისაუბრა:

„მიყვარს ძალიან ორგანიზებულობა და მინდა, ჩემი ქორწილიც ასე დავგეგმო. ვიცი, რთულია, და იმდენად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, რომ თუ დავგეგმავ, უნდა იყოს იდეალური. თუმცა ყოველთვის იქნება ადამიანი, ვისაც არ მოეწონება, და ყველასთვის მოსაწონს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მინდა, ჩემთვის და ჩემი სტუმრებისთვის იყოს იდეალური. ალბათ გაზაფხულზე გავმართავთ ქორწილს. ოჯახური თანაცხოვრება ძალიან კარგია, საქმეები გადანაწილებული გვაქვს მე და მეუღლეს“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ეჭვიანობა გაწუხებთ, დაწვით სახლში და წარმოიდგინეთ...“ - გარდა სამკურნალო თვისებებისა, რისთვის იყენებენ როზმარინს?

„ჩემო საუკეთესო მეგობარო, მიყვარხარ სამუდამოდ!“ - ვატო არველაძე იუბილარია

„კონტროლის სურვილია, ცდილობს მომავალს ფორმა მისცეს, განსაზღვროს ადამიანები და როცა მოლოდინი იშლება, ადამიანი გრძნობს ღალატს“ - რას წერს თეო ხაბულიანი