Digest Logo

„მიმტანი ვეღარ საუბრობს, თავს ძალას ატანს, ლამის თვალები ეხუჭება“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ კაფეში

1658745664
ნინო ბაისონაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია Femina–ს დამფუძნებელი, ნინო ბაისონაშვილი თბილისის ერთ-ერთ კაფეში თავს გადამხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის კვების ობიექტს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ შესვენება და არ უნაზღაურებენ ზეგანაკვეთურ შრომას.

„რახან ეს თემა გააქტუალურდა,  გუშინწინ ერთ-ერთ კაფეში (სპეციალურად არ ვასახელებ, რათა ისევ პერსონალს არ შევუქმნა პრობლემა) შევედი. პირველი, რაც შესვლამდე თვალში მეცა, სამუშაო საათებია - 9-დან 23 საათამდე. ნახევრად თვითმომსახურების ობიექტი. დამხვდა უზარმაზარი რიგი. ჩავდექი ამ რიგში და როცა ეს რიგი მომიწია, მიმტანი უბრალოდ ვეღარ საუბრობს, თავს ძალას ატანს, ლამის თვალები ეხუჭება, არც მომღიმარია და ცოტა შეფარულად აგრესიულიც. უცებ თავში მირტყამს კარზე ამოკითხული სამუშაო საათები და ვხვდები, რაც ხდება. დავჯექი, ვისადილე და დაველოდე, როდის დასრულდებოდა ეს რიგი.

მოვიფიქრე, გადავიფიქრე, მოვიფიქრე, გადავიფიქრე, ბოლოს დესერტის ყიდვა მოვიმიზეზე და ცხოვრებაში პირველად ვკითხე უცხო ადამიანს, რამდენად კმაყოფილი იყო სამუშაო პირობებით და ანაზღაურებით. კატასტროფა. არანორმალური მუშაობა, წამი არ აქვს, სულ ფეხზე დგას, ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს, შესვენების უფლება არ აქვს - ასე მითხრა და დღეში 40 ლარს უხდიან.

წარმოიდგინეთ, უბრალოდ თავი წარმოიდგინეთ. სინდისის ქენჯნა რომ გიჩნდება, რომ მომსახურებას იღებ, რომელშიც ფულს იხდი. რაღაც ასეთი გრძნობით დავტოვე იქაურობა.

მესამე დღეა იმ ქალზე უნებურად მეფიქრება, რომელიც არ ვიცი, ამ არაადამიანური შრომის პირობებს ვის, რის და რა იძულების გამო უძლებს და თან ვიცი ან ამაზე უკეთესად, იდეაში, რა ვიცი. ამ ქვეყნიდან გამსვლელთა კი არა, დამრჩენთა რიცხვია უკვე გასაკვირი. ბიზნესი მიმხვდარა, რომ ადამიანია მთავარი, რას ერჩი“, - წერს ნინო ბაისონაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქართული ბიზნესის მთავარ მანტრას: „არ მოგწონს? წადი “ - წყალი შეუდგა“ - ბაია პატარაია

🔵„თავი შეიკავეთ კონფლიქტისა და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევისგან“ - ცაგარელი

🔵„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გექნებათ შანსი, მიიღოთ შემოსავლები“ - მიხეილ ცაგარელი