Digest Logo

„საქართველოს ოქროს ფონდში შენ სამუდამოდ იქნები, ნამდვილი და იყავი, დიდი იმედი და სიყვარული“ - კირა ანდრონიკაშვილი მანანა მენაბდეს ემშვიდობება

1756804128
კირა ანდრონიკაშვილი

76 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.

მენაბდე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ კულტურაში, როგორც მუსიკის, ისე თეატრალური ხელოვნების მიმართულებით. მისი შემოქმედება არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან და კონცერტთან არის დაკავშირებული.

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე კირა ანდრონიკაშვილი გამოეხმაურა:

„ჩვენო მანანა, საქართველოს ოქროს ფონდში შენ სამუდამოდ იქნები ..

მანანა მენაბდე იყო არამხოლოდ დიდი მუსიკოსი, მხატვარი და მწერალი იყავი, არამედ დიდი ადამიანი...

ჩემთვის და მერაბისთვის ნამდვილი და იყავი, დიდი იმედი და სიყვარული... ნათელი შენს სპეტაკ სულს უფლის სამფლობელოში...“, - წერს კირა ანდრონიკაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„უნიკალური შესაძლებლობაა, დავხუროთ წარსული, ეს დრო მნიშვნელოვანია გლობალური კარმული პროცესებისთვის“ - რა ასტროლოგიური ცვლილებები გველოდება

🎥 როგორ მოვუაროთ კანს და რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ შემოდგომაზე - დერმატო-ვენეროლოგის ნინო სანოძის რეკომენდაციები

„ფინანსურ საკითხებში წარმატება ნაკლებადაა კავშირში თუ რამდენად ჭკვიანი ხარ, ის კავშირშია როგორ იქცევი, დისციპლინის და ჩვევების ამბავია“ - გივი გიორგაძე