
14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაიღუპნენ მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე.
ავარიის დროს დაღუპული მეგი ჯაიანის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საფლავზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„წამში შეცვლილი რეალობა… რეალობა, რომელთანაც თვალის გასწორება ძალიან მიჭირს და არც მინდა.
დრო გადის, მაგრამ ჩემი გული ვერ ეგუება შენს არ ყოფნას.. დღემდე ჩამესმის შენი სიცილი, შენი ხუმრობები, შენი სიცოცხლით სავსე ხმა ჩემო სიცოცხლე..
შენთან მოსვლა და სამყაროს თავზე ჩამოქცევა ერთია, მოვდივარ, მაგრამ რა გულით არ ვიცი..
ეს გზა ჩემთვის ჩვეულებრივი გზა აღარ არის, ეს არის გზა მონატრებულთან შეხვედრისკენ. გზა, სადაც ყოველი ნაბიჯი ტკივილით არის სავსე ..
არ ვიცი როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე, არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება შენს გარეშე… ნეტა საიდანმე მაინც გვხედავდე, როგორი რთულია უშენოდ და როგორ გვიჭირს..
ყოველდღე მოვდივარ შენთან, დღემდე ვასრულებ პირობას და არ ჭკნება ყვავილი შენს ახალ საცხოვრებელში, ყოველდღე ვცდილობ გაგიფარედო, მაგრამ ჩემს ირგვლივ ფერები გახდა შავი და მხოლოდ შავი..
ჩემს ფიქრებში მხოლოდ შენ ხარ.. ღამით მაგიჟებს იმაზე ფიქრები რომ ჩემი ერთი ზარი, ჩემი დაჟინებული თხოვნა, რამდენ რამეს შეცვლიდა და რა სხვანაირად იქნებოდა ახლა ყველაფერი ..
სული მტკივა და ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება ეს ყველაფერი.. მიყვარხარ უსასრულოდ, მენატრები ისე, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია..
სულ ჩემთან იქნები, ჩემს ფიქრებში, ჩემს გულში…“, - წერს ნაზი ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: