Digest Logo

„მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში ორი შვილი გარდაეცვალა, არ იშურებდა სიყვარულს...“ - რას წერს დალი ჩიტალაძე გარდაცვლილ დედაზე

1772635678
დალი ჩიტალაძე

2026 წლის 13 იანვარს მოდის ექსპერტს დალი ჩიტალაძეს დედა გარდაეცვალა. 

ტელეწამყვანმა 3 მარტს, „დედის დღესთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა და გარდაცვლილი დედის ახალგაზრდობის ფოტოები გაგვიზიარა:

„როგორ მიჭირს დღეს რომ ჩემს ულამაზეს და უსაყვარლეს დედიკოს ვერ ვულოცავ „დედის დღეს“…

მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში ორი შვილი გარდაეცვალა, არ იშურებდა ჩემს მიმართ და გაასმაგებული ზრუნვით შვილიშვილებში ჩაედო ის სიყვარული, რასაც დათოს და დიანას ვეღარ აძლევდა.

ჩემი დედიკო ჩემი გმირია, მისი სიძლიერე კი სამაგალითო“, - წერს დალი ჩიტალაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაგროვილი გამოცდილება და იდეები რეალურ შესაძლებლობებად შეიძლება გადაიქცეს“ - ასტროლოგი იუპიტერის რეტროგრადულობაზე

დედაბრული ხელი - ქართული საიდუმლო დამწერლობა

🎥 „ყურში დედაჩემის სიტყვები მაქვს: აი, იმ ადამიანს ეტყობა, რომ ოჯახშია გაზრდილი... მაშინ ვეჩხუბებოდი, დღეს ცოტათი ვეთანხმები“ - ანდრო დგებუაძე