Digest Logo

„მხეცი სულ სხვაგან ზის, არც კრემლში და არც თეთრ სახლში, არც რადაში და არც დუმაში... ახლა ვეღარ ჩერდება... ბეჭებზე დადებული საქართველო უნდა!“ - რას წერს ლალი მოროშკინა

1647506716
ლალი მოროშკინა

„დღეს, 12.00 სრულიად საქართველოში სანთლები აინთება! ეს მაცხოვრის სულია... მშვიდობა განტევების ვაცად ქცეულ მამულს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ „მხეცი“ არც კრემლშია და არც თეთრ სახლში.

„მხეცი სულ სხვაგან ზის, არც კრემლში და არც თეთრ სახლში, არც რადაში და არც დუმაში.

მხეცი ჭადრაკს თამაშობს ცვილისგან თლილი ფიგურებით.

როქი...როქი..

- იქნებ კიდევ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა შემოვიყვანო „ცინკის“ დაფაზე?- მხეცი ბორგავს, ქრისტეს სისხლი ნახა და ახლა ვეღარ ჩერდება.

ბეჭებზე დადებული საქართველო უნდა! მანდ ხომ ბევრი პაიკია გეკადრება?

- მანდ მეფეები არ კვდებიან!მინდა!მინდა!მინდა!

მანდ ხვამლია, მანდ ამირანია, მანდ სვეტია ცხოველი, მანდ პატარა გოგოს დაწნილი ჯვარია, რომელსაც ეთაყვანებიან, მანდ ვაზია... უნდა დ ა ვ ა მ თ ა ვ რ ო, აღდგომამდე სუსტები არიან!

მხეცი შფოთავს, გვეძახის და გვითრევს...

ო, როგორ უნდა ცინკის დაფაზე ორმაგი ქიში და შამათი ...

დღეს 12.00 სრულიად საქართველოში სანთლები აინთება!

ეს მაცხოვრის სულია...

მშვიდობა განტევების ვაცად ქცეულ მამულს...

ფ რ თ ხ ი ლ ა დ! მხეცის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ...“, - წერს ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ნუთუ ასე დასუსტდა პუტინი, რომ ამას უბედავენ?“ - ვახო სანაია შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილზე ალაპარაკდა

🔵„შემპირდი, რომ ხვალ დაგირეკავო, ნემსს რომ გავიკეთებო და გელოდებოდი... დღესაც გელოდები“ - მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

🔵„ბატონი ბიძინა ივანიშვილმა და ქალბატონმა ეკამ ისე დაიტირეს მამაჩემი, როგორც საკუთარი მამა...“ - მანანა ბერიკაშვილი