Digest Logo

„ნუთუ ასე დასუსტდა პუტინი, რომ ამას უბედავენ?“ - ვახო სანაია შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილზე ალაპარაკდა

1647502189
ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილზე ალაპარაკდა და განმარტავს, რატომ არ დასაჯეს პროდიუსერი  მარინა ოვსიანიკოვა მკაცრად და არ მიუსაჯეს ციხე. ვახო სანაიას ფეისბუკ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

ორიოდე სიტყვა შეთქმულების ახალ თეორიაზე.

მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაედგა ამგვარი სცენა რუსეთის ხელისუფლებას ?! ვერავინ ამიხსნის.

რა შედეგი მოიტანა ამ კადრმა ?! მხოლოდ ზიანი პუტინისთვის. პირველი, რასაც რუსეთის მოსახლეობა იფიქრებს - ნუთუ ასე დასუსტდა პუტინი, რომ ამას უბედავენ ! ხალხში ამგვარი ეჭვის არსებობა პუტინისთვის კატასტროფაა.
მოვიყვანე არგუმენტი, რომელსაც ვერანაირი სხვა არგუმენტი ვერ გადაწონის.

პირდაპირ პროპაგანდის აკვანში მოხდა ეს ამბავი. შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილი - რატომ არ დასაჯეს პროდიუსერი მკაცრად და არ მიუსაჯეს ციხე ?

იმიტომ, რომ იმავე მოსახლეობას აფიქრებინონ, რომ არაფერიც არ მომხდარა. უი, თურმე პუტინს მაგრად კიდია, გაცილებით დიდი საქმეები აქვს. აი, მკაცრად რომ დაესაჯათ ეს ქალი, მაშინ ხალხი იფიქრებდა, რომ პუტინი მაგრად გამწარდა ამ ფაქტზე. ერთი სიტყვით, ახლა ასე იყო საჭირო, თუმცა პუტინი ამ ამბავს არ დაივიწყებს. იმედია, შურისძიება არ გამოუვა.

ამას დავუმატოთ, ჩემი აზრით რუსული პროპაგანდის ხრიკი, ეჭვები გაჩნდეს ინდივიდუალური გამბედაობის მიმართ და მილიონი ვერსია შეთხზან, თითქოს დადგმული იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მნიშვნელობა არა აქვს, რა აბსურდულ ვერსიებზე იქნება დისკუსია, მთავარია, ეჭვები გაღრმავდეს და პატიოსანი ადამიანებიც ჩააბას უნებურად ამ განხილვებში.

კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, ტექსტი ინგლისურად რატომ უწერიაო. ჯერ ერთი, ორ ენაზე უწერია: ინგლისურად და რუსულად. შიდა და გარე აუდიტორიისთვის. და ზოგადად, არ მესმის, ეს საერთოდ რა არგუმენტია. თუმცა ზედა აბზაცში რაც დავწერე, ესეც იმის გაგრძელებაა.

მოკლედ, იმხელა ზიანია დიქტატორისთვის მსგავსი ფაქტი, შეუძლებელია, პუტინს ეს განგებ ჩაეფიქრებინა.

P.S.

ხო, ერთი საკითხიც - ეკატერინა ანდრეევა აღარაა ისეთი ლამაზი, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო“, - წერს ვახო სანაია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„შემპირდი, რომ ხვალ დაგირეკავო, ნემსს რომ გავიკეთებო და გელოდებოდი... დღესაც გელოდები“ - მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

🔵„ბატონი ბიძინა ივანიშვილმა და ქალბატონმა ეკამ ისე დაიტირეს მამაჩემი, როგორც საკუთარი მამა...“ - მანანა ბერიკაშვილი

🔵„როცა ბავშვი იატაკზე გაწვა და ფეხებს და ხელებს ურტყამდა იატაკს, ბაბუა ისევ მშვიდად იმავეს იმეორებდა“ - რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში