Digest Logo

„მობილურის ხშირმა ხმარებამ შეიძლება შეამციროს სპერმის რაოდენობა, მნიშვნელობა არ აქვს, წინა ჯიბეში გიდევს თუ სამუშაო მაგიდაზე“ - ლევან შელეგია

1783438840
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„1️⃣ოფლს per se სუნი არ აქვს.

2️⃣სპილოს თაგვის არ ეშინია.

3️⃣ნაპოლეონი იმ დროისთვის არ იყო დაბალი.

4️⃣უკონტროლო დაორსულობები, მრავალი შვილის გაუაზრებელი გაჩენა და მათი სიღარიბეში, ანტისანიტარიაში ცხოვრება, საჭირო განათლების, საკვების, მინიმალური კომფორტის და ინტიმური სფეროს გარეშე, გმირობა კი არა დანაშაულია ამ ბავშვების წინააღმდეგ!

5️⃣ბავშვი იმიტომ ცელქობს, რომ ბავშვია და არა უბნის ბირჟაზე დასმული „დიაგნოზის“ გამო.

6️⃣იმიტომ, რომ ორი დღეა „რაღაჩ ვერ ხარ ძერსკულ“ ხასიათზე, არ გაქვს დეპრესია. ერთი ორი „მარწინი ჩაარტყი“, კარწიეში რამე იყიდე და მოიხოდები.

7️⃣შიზოიდი არ ნიშნავს გიჟს, ასევე არ არის კავშირში შიზოფრენიასთან.

8️⃣ის, რომ ცოტა წესრიგი და სიმეტრია გიყვარს, არ გაძლებს OCD-ის კვალიფიკაციას, სორი!

9️⃣ბანჯგვლთა სიუხვე არ არის კაცობის საზომი.

1️⃣0️⃣ფერადი ტანსაცმელი, საყურე, პირსინგი, სხვა სამკაული არ არის გეობის საზომი, უბრალოდ ადამიანის გემოვნებაა.

1️⃣1️⃣ძილი ხელს უწყობს ნასწავლის გამყარებას, ღამის სწავლაში თენება პირიქით.

1️⃣2️⃣ზოგი ადრე იძინებს-იღვიძებს, ზოგი გვიან. ორივე ქრონობიოლოგიის ნორმალური ვარიანტია და გენეტიკური.

1️⃣3️⃣მობილურის ხშირმა ხმარებამ შეიძლება შეამციროს სპერმის რაოდენობა. მნიშვნელობა არ აქვს, წინა ჯიბეში გიდევს თუ სამუშაო მაგიდაზე ტელეფონი.

1️⃣4️⃣ჯერ კიდევ ერთი საუკუნის ადამიანები ისეთი ბაქტერიული ინფექციებით კვდებოდნენ როგორიცაა ბრონქიტი, ტიფი, სიფილისი. დღეს ეს იშვიათობაა ანტიბიოტიკების წყალობით. ჰოდა, ნუ გავატრუხებთ მათ მოქმედებას დაუფიქრებელი, არასწორი გამოყენებით, თორემ ძალიან მარტივად აღმოვჩნდებით 1920-იან წლებში.

1️⃣5️⃣ბერმუდას სამკუთხედი, როგორც ასეთი, არ არსებობს - იქ მეტი გემი არ იძირება, ვიდრე სხვაგან.

1️⃣6️⃣არც კანის ფერი და არც ხელის ზომა არ არის კორელაციაში პენისის ზომასთან. ასე რომ ძმებო, ამოიღეთ ჯიბიდან ხელები!“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესეთ:

ნინა ხომერიკი ასტროლოგიასა და მითოლოგიას შორის კავშირზე - „ზოდიაქოს ნიშნები პირდაპირ ბერძნულ-რომაულ მითებს ეფუძნება“

საფულესთან მოპყრობის წესები ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად - ეზოტერიკოსის რჩევები

„თუ იცით სად ჰყავს თქვენს საყვარელ ადამიანს მთვარე, შეძლებთ მის გაბედნიერებას საკვებით“ - რას წერს ასტროლოგი