Digest Logo

„მოერიდეთ ხეების ქვეშ გაჩერებას, ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე...“ - კობა ფარტენაძე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებს

1771424462
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.

ამჯერად იგი ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:

„19 თებერვალს საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი.

დაბლობსა და ბარში წვიმა, ზამთრის კურორტებზე - თოვლი, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი.

პერიოდულად (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც) გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმული სიტუაცია.

გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები:

• ტრანსპორტის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად დაგეგმეთ გადაადგილება წინასწარ.
• უზრუნველყავით აივნებზე ნივთების უსაფრთხოება.
• მოერიდეთ ხეების ქვეშ გაჩერებას ძლიერი ქარის დროს
• ყურადღება მიაქციეთ ღუმელების და ბუნებრივი აირის წყაროების უსაფრთხო გამოყენებას.

ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე და მოვემზადოთ ამინდის ცვლილებისთვის, უამინდობა დიდხანს არ გაგრძელდება - საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებს“, - წერს კობა ფარტენაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ევროპის რეზიდენტი ჩამოართვესო, ასევე იძებნება მისი მეუღლეო და ბელგიიდან გაქცეულები არიანო...“ - რას წერს ლორენ მასხულია

„არა იპარო, არა ცილი სწამო, არა ქმნა კერპი, არა გული გითქმოდეს, როდემდე?!“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

დაბადების თარიღი მიუთითებს, რისი გაკეთება ვერ შეძლო ჩვენმა სულმა წინა ცხოვრებაში - „შეიძლება პასიურობდნენ და მალე ღიზიანდებოდნენ“