Digest Logo

„მოგივა შენი გულდაგლეჯილი მამიკო! წავიდა შვილთან! ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც!“ - ირაკლი ხახუბიას მეგობრები ემშვიდობებიან

1666856474
ირაკლი ხახუბია და შვილი

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

ხახუბიას ოჯახში წლების წინ დიდი ტრაგედია მოხდა. როგორც ცნობილია, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა.

მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა.

ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლის გარდაცვალებამ მეგობრებს თავზარი დასცა და ისინი სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან მას.

„წავიდა ბექასთან!!!

ბექა რომ მოგიკლეს მაშინ მოგკლეს შენც, ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო!!!

უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო, ირაკლი ხახუბია!!!“, - წერს შორენა მირცხულავა.

მირცხულავას პოსტის ქვეშ ხახუბიას მეგობრებმა გამოსამშვიდობებელი კომენტარები დაწერეს:

„როგორ დამენანა შორე! უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი სული. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს!“

„როგორ მენანები ირაკლი“

„სიტყვები უძლურია, როგორ დამენანა, ვუსამძიმრებ ოჯახს, წავიდა ბექასთან“

„ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ტრაგედიას“

„არავინ იცის ვინ რა ტკივილს ატარებს, შვილის შემდეგ განაგურებული იყო. ირაკლი კარგი პიროვნება იყო. უფალს ებარებოდეს“

„კარგო ბიჭო, მოგივა შენი გულდაგლეჯილი მამიკო, ჯერ ძალიან ადრე იყო..... ორივესთვის“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გადაუსხეს 4 ქიმია და გაუნულეს ისედაც მცირე გადარჩენის შანსი! აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი, დილის 5-ზე გაგვიფრინდა...“ - ლევან თალაკვაძე იაშვილის კლინიკას არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს

🔵„ხატია ჩემნაირი „რიკოშეტია“ - რატომ ეძახა სასამართლო დარბაზში ხატია სიჭინავამ პოლიციელებს შეურაცხმყოფელი სიტყვები

🔵„ამ ტრადიციული სტატუსის დროც დგება! ზუსტად 6 დღეში „ცეკვავენ ვარკსკვლავები“ იწყება“ - ნოე სულაბერიძე