Digest Logo

„მთავარი ღვთის მცნებებია – ამაში ისევ სჯული გეხმარება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1791353223
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„იმისათვის, რომ მიხვდე, რომ გარეგანი რელიგიურობა (სჯული რასაც ჰქვია), არ არის მთავარი,
და მთავარი ღვთის მცნებებია – ამაში ისევ სჯული გეხმარება.
როცა ზედმიწევნით ცდილობ ქრისტეს ერთგულებას საქმეებით და როცა მიხვდები, აი იმას, რაც სახარებაში წერია, რომ შენი საქმეები შენ არ გაცხოვნებს,
მაგრამ ამას უნდა მიხვდე,
ეს უნდა დაიჯერო და უნდა მიხვდე კიდეც,
იმიტომ, რომ რაც მეტად ცდილობ უერთგულო ქრისტეს – მით მეტად ხვდები, როგორი უსუსური ხარ...
რომ რაც არ უნდა გააკეთო – ქრისტეს მაინც ვერ მიემსგავსები,
ვერ ხდები მისნაირი,
ვერ ხდები ღირსი მასთან მყოფობისა,
თუ, რა თქმა უნდა, ამას პატიოსნად და ეკლესიის ორიათასწლოვანი გაომცდილების მიხედვით აკეთებ,
და არა საკუთარი ფანტაზიებით“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ურთიერთობების ხელახალი ციკლი თუ ძველი სცენარის გამეორება?“ - თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი 10 ოქტომბრის ახალმთვარეობისთვის

⭕„სახლის ფასადი თუ შინაგანი ეგო?“ - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მზესა და ასცენდენტს შორის არსებულ სხვაობაზე საუბრობს

⭕„ვარჯიშის გარეშე შესაძლოა ემოციებმა აგიტაცოთ...“ - 7 ოქტომბრის ენერგიები

✕