ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, ილია მეორის მიმართ.
იგი ამბობს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავადაც შეუძლოდ იყო:
„არ შემეძლო ვიდეო არ ჩამეწერა. მე მართლა მთელი გულით, გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, იმის გამო რაც ხდება. მე დღეს მთელი დღე მტკიოდა ეს მდგომარეობა. ახლა შევძელი წამოდგომა.
ძალიან თავზარდაცემული ვიყავი. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ სრულიად საქართველოს. დღეს ჩავწერე ასეთი რაღაც, რომ ოცნებად მქონდა ქცეული სიცოცხლეში მენახა ძალიან ახლოს, თუმცა ეს არ შედგა.
ძალიან ვწუხვარ მთელი გულით. პირი გამიშრა, წნევა მქონდა, ძალიან ვინერვიულე და განვიცადე. ძალები მოვიკრიბე. ისრაელიდან და ბოდბის დედათა მონასტრიდან მაქვს სანთლები, რომლებიც დავანთე. ვილოცე. მაქვს სატრაპეზო ღვინო და წყალი. როგორც შემეძლო.
ძალიან დიდი ხანია გული ასე არ დამწყვეტია.
თანაგიგრძნობთ.
უფალი იყოს ჩვენი მფარველი.
ბევრ ადამიანს, უშვილო მშობლებს შვილი აჩუქა. ის იყო ერის და ბერის სულიერი მამა. მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“, - ამბობს ვიდეომიმართვაში გოგა მანია.
ცნობისთვის, გოგა მანიამ კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალება რამდენიმე თვის წინ იწინასწარმეტყველა. იგი 2025 წლის 26 ნოემბერს გავრცელებულ წინასწარმეტყველებაში წერდა:
„26 ნოემბერი 2025 წლის, ახალი წინასწარმეტყველება.
დიდი გლოვისთვის გვამზადებს მამა ზეციერი 2 ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალება!
ხოლო ერთ-ერთი მათგანი (მას ყველა იცნობს, მძიმე ზარები ეკლესიებზე)!
ამ თემას შევეხე რამდენიმე ხნის წინაც!
იგლოვებს ერი და ბერი!
მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი აქ და ახლა!“, - წერდა გოგა მანია სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო...“ - ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქზე